ჩვენი გუნდი

გიგი თევზაძე

დაიბადა 1967 წლის 22 ივნისს. 1989 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, ფილოსოფიის მასწავლებლის დიპლომით. 1992 და 1997 წლებში, შესაბამისად, დაიცვა ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატის და ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

მისი სამუშაო ისტორია მოიცავს სხვადასხვა გამოცდილებას, როგორიცაა საველე სამუშაო იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველების აღდგენის ცენტრში (1985-1995), რეგიონული გაზეთის გამომცემელი (1987-1988), ლექტორი (1985-დღემდე), სამთავრობო რეფორმების კონსულტანტი (1995-1997 UNDP, 2000-2001 მსოფლიო ბანკი).

სხვადასხვა წელს ის მუშაობდა საქართველოს პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის უფროსის (1997-2000), სახელმწიფო ანტიკორუფციული პოლიტიკისა საკოორდინაციო საბჭოს წევრის (2001-2003), საქართველოს განათლების რეფორმის პროექტის დირექტორის (2004-2006), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი რექტორის (2006-2013) თანამდებობებზე.

2006 წელს, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით და დავალებით, დაარსა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. სხვადასხვა წელს ეკავა სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობა. 2006 წლიდან - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და 4D კვლევების ინსტიტუტის დირექტორი.

 

2016 წელს თანამოაზრეებთან ერთად დააარსა კრიტიკული აზრონების გამავრცელებელი საზოგადოება - კრიტიკული აზროვნების სკოლა.

არის 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის, 14 წიგნის და რამდენიმე ათეული ბლოგის ავტორი, ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, მაკედონიურ და რუსულ ენებზე. 14 წიგნიდან 3 მხატვრული ლიტერატურის ჟანრისაა.

 
ნინი ჭაჭია

პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, ბლოგერი, სერტიფიცირებული ქოუჩი ((Erickson International – Canada. Certified Professional Coach. ICF Certified), ტრენერი და ბიზნეს კონსულტანტი სტრატეგიული განვითარებისა და კომუნიკაციების მიმართულებით.

 

მისი სამუშაო არეალი საკმაოდ მრავალფეროვანია.  იგი 15 წელიწადზე მეტია აქტიურად მუშაობს არა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე, არამედ მისი სამუშაო არეალი ასევე მოიცავს სომხეთს, აზერბაიჯანსა და უკრაინას. მუშაობის სფერო: განათლება, პოლიტიკა და ბიზნესი. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სფეროებისა, ნინი მუშაობდა შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებთან და მშობლებთან. ამჟამად თანამშრომლობს სხვადასხვა არაფორმალური განათლების ცენტრებთან და უნივერსიტეტენთან, როგორც ქოუჩი/ტრენერი და მოწვეული ლექტორი.

 

მას აქვს საავტორო პროგრამები: თვითრებლექსია და პიროვნელი განვითარება მოზარდებისათვის; საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამედროვე გამოწვევები; ემოციების მართვა და კალიბრირება; არავერბალური კომუნიკაცია - პირველადი რეაქცია გარემოს გამღიზიანებელზე; ქოუჩინგის საბაზისო კურსი; ნინი არის კრიტიკული აზროვნების გამავრცელებელი საზოგადოების -კრიტიკული აზროვნების სკოლის თანადამფუძნებელი.

თორნიკე ჩარგეიშვილი

ფასილიტატორი, ტრენერი და განვითარების პროგრამების სპეციალისტი. მრავალი წელია მისი ინტერესისა და საქმიანობის ძირითად სფეროებს წარმოადგენს განათლება, სათემო და პიროვნული განვითარება. ბოლო 10 წლის განმავლობაში მუშაობს და მოხალისეობს ამერიკის, ევროპისა და აზიის სამთავრობო, საერთაშორისო, ახალგაზრდულ, ჰუმანიტარულ, განვითარების, საგანმანათლებლო და სამშვიდობო ორგანიზაციებში.

 

ტრენინგების დიზაინი, ქოუჩინგი, კონფლიქტის მართვა, კომუნიკაციები, პიროვნული განვითარება და პროექტების დაგეგმვა მისი ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. თორნიკე ჩვენი გუნდის ენერგიული წევრია სხვადასხვა სოციალური საჭიროებებისა და ნიშის მქონე ბავშვებთან და ახალგაზრდებთან მუშაობის ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილებით. იგი ფლობს აკადემიურ ხარისხს სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებებისა და ფილოსოფიის მიმართულებით. უყვარს მუსიკა და მოგზაურობა არამხოლოდ დედამიწის, არამედ ასევე შემეცნებისა და აზროვნების სხვადასხვა სამყაროებში.  

 

თორნიკე არის კრიტიკული აზროვნების გამავრცელებელი საზოგადოების -კრიტიკული აზროვნების სკოლის თანადამფუძნებელი.

გიორგი გახელაძე

1991 წლიდან იგი განათლების სისტემაში მუშაობს, როგორც საჯარო, ისე აკადემიურ და არასამთავრობო სექტორში. 1992 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.  მისი საგანმანათლებლო გამოცდილება მრავალფეროვანია: ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებელი სკოლაში, ჟურნალისტიკის პედაგოგი მოზარდთა სახლში,  განათლების საერთაშორისო პროექტების ეროვნული ექსპერტი, მეთოდური სახელმძღვანელოების ავტორი, განათლების მკვლევარი და პროფესორი, ზრდასრულთა მწვრთნელი როგორც განათლების, ისე გარემოსდაცვით და ჯანდაცვის სფეროში, და ა. შ. თავად აქვს გავლილი პროფესიული განვითარების მრავალი პროგრამა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

იგი არის 1-ლი და მე-2 თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის სამოქალაქო განათლების საგნობრივი პროგრამის თანაავტორი, საქართველოს სამოქალაქო განმანათლებელთა ასოციაციისა და ორგანიზაციის "მშობლები განათლებისათვის" დამფუძნებელი. ამჟამად გიორგი არის ილიას სახელმწიფო უნივერისტეტში განათლების მკვლევარი და  მოწვეული პროფესორი. იგი ასწავლის მომავალ მასწავლებლებსა და განათლების ადმინისტრატორებს. იმავდროულად, იგი არის საგანმანათლებლო კომპანიის "ინგლისური წიგნი საქართველოში" ბიზნეს-კონსულტანტი, ასევე კრიტიკული აზროვნების გამავრცელებელი საზოგადოების -კრიტიკული აზროვნების სკოლის თანადამფუძნებელი.

დავით კლდიაშვილი

პროფესიით იურისტი, დაამთავრა თბილისის ი.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იურიდიული პრაქტიკისპარალელურად იგი 2009 წლიდან არის საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მდივანი, 2013 – 2017 წლებშიხელმძღვანელეობდა პროექტს „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრს“,  ხოლო დღეს - დღეობით ახორციელებს პროექტებს „ლიბერთი სქულ“ და„ქარტიის მედია სკოლა".

 

დავითი არის კრიტიკული აზროვნების გამავრცელებელი საზოგადოების -კრიტიკული აზროვნების სკოლის თანადამფუძნებელი.

ნინო ლომიძე

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ბლოგერი, ჟურნალისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი განათლების მეცნიერების მიმართულებით.

განათლების სხვადასხვა საფეხურზე არსებული გამოწვევების გაანალიზება, განათლების განვითარების პოლიტიკის კვლევა, პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების ძიება, სასკოლო განათლების გაუმჯობესება - მისი  პროფესიული საქმიანობის პრიორიტეტებია.

ოცდამეერთე საუკუნის მსოფლიოში ინფორმაციის გადაცემის და ცოდნის შეძენის ფორმები რადიკალურად შეიცვალა, საგანმანათლებლო სისტემა კი ფეხს ვერ უწყობს ამ ცვლილებებს. არაფორმალური განათლების ალტერნატიული სივრცე მისთვის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების მნიშვნელოვანი პლატფორმაა. კრიტიკული აზროვნების სკოლის ჯგუფს ის სწორედ ამ მიზნით შემოუერთდა.

აქვს ახალგაზრდებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, არის ყოველწლიური საერთაშორისო  ახალგაზრდული კონფერენციის კოორდინატორი და კრიტიკული აზროვნების გამავრცელებელი საზოგადოების -კრიტიკული აზროვნების სკოლის თანადამფუძნებელი.