top of page

გიგი თევზაძე. სხვა ისტორია. 2018

ამ წიგნში თავმოყრილია სხვადასხვა დროს დაწერილი სტატიები,

რომლებსაც ერთი მიდგომა აერთიანებს: ისინი ჰყვებიან

საქართველოს ისტორიის არაკანონიკურ ვერსიას. ის, რომ ამ

წიგნში მოყოლილი საქართველოს ისტორია სხვანაირი, და ზოგ

შემთხვევაში, ისტორიის ოფიციალურ ვერსიასთან დაპირისპირებულია,

არ ნიშნავს, რომ ის „სხვა ჭეშმარიტებას“ წარმოადგენს.

მეტიც, ის არ წარმოადგენს არანაირ ჭეშმარიტებას

და არ აქვს პრეტენზია, რომ აქ მოყოლილი ჭეშმარიტებით

ჩაანაცვლოს „ის“, მემკვიდრეობით მიღებული, სკოლებისა და

უნივერსიტეტების საშუალებით გავრცელებული ჭეშმარიტება.

ამ წიგნის ძირითადი მიზანი და იდეაა, მკითხველს არა „სხვა

სიმართლე“, არამედ სხვა განხილვის და სხვა მსჯელობის წესი

შესთავაზოს, რომელიც, მიღებულ და უკვე უმსჯელობად ქცეული

დებულებების და ამბების მიმართ გამოყენებისას, სრულიად

განსხვავებულ სამყაროს, ღირებულებებს და განვითარების

ორიენტირებს წარმოშობს. ამ მიდგომის გამოყენება

უსაზღვროა – არასოდეს მთავრდება. შესაბამისად, არასოდეს

მთავრდება ის ნებისმიერი განხილვაც, რომელსაც აქ წაიკითხავთ,

მიუხედავად იმისა, რომ ტექსტად მოცემულ ყველა მსჯელობას

ამ წიგნში მეტ-ნაკლებად დასრულებული სახე აქვს.

იმედი მაქვს, რომ ამგვარი მსჯელობა და დასკვნები უბიძგებს

მკითხველს მათი გადაფასება, განხილვა და უარყოფა

ასეთივე მიდგომით გააგრძელოს და არა სასკოლო და არცთუ

ისე სასკოლო წიგნებიდან ჩვენს თავებში ჩაჭედილი მანტრით.

მეთოდი, როგორც ზემოთ უკვე დავწერე, რომელსაც ამ წიგნ6

ში ვიყენებ, ისტორიულია: რა უცნაურიც უნდა იყოს, უკვე კარგა

ხანია, თანამედროვე სამყაროში საგნის (ამბის, შემთხვევის,

დებულების) განხილვის ორი წესი ეჯიბრება ერთმანეთს. ესენია

– აღწერითი და ისტორიული განხილვები. ეს არ ნიშნავს,

რომ ყველა ტექსტი, რომელსაც „აღწერა“ ჰქვია, აღწერითია

და ყველა „ისტორია“ ისტორიულია. ხშირად საპირისპიროდაც

ხდება. აღწერითი მიდგომა პასუხობს კითხვას, თუ როგორაა

საინტერესო სამიზნე ფენომენი აგებული, კონსტრუირებული,

ხოლო ისტორიული მიდგომა პასუხობს კითხვას, თუ როგორ

წარმოიშვა საინტერესო სამიზნე ფენომენი.

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყაროში, უპირატესად,

აღწერითი მიდგომაა გავრცელებული, ეს არ ნიშნავს,

რომ ის აუცილებლად მცდარია, ხოლო ისტორიული მიდგომა

– უპირობოდ ჭეშმარიტი. ალბათ, ყველა ჯერზე, აზროვნების

გამოცოცხლებისა და შედეგამდე მისვლისათვის, მათი ურთიერთმონაცვლეობაა

საჭირო.

იმდენად, რამდენადაც საქართველოსა და ქართველობის

იდენტობის სტრუქტურაში აღწერითი მიდგომაა უპირატესი,

ამ შემთხვევაში და ახლა – ისტორიული მიდგომის ჯერია.

წიგნში შესული ტექსტების უმეტესობა გადამუშავებულია.

ასე რომ, მათ არ აქვს შენარჩუნებული ის სახე, როგორითაც

პირველად გამოქვეყნდნენ.




560 views

Comments


bottom of page