წინათქმა
ქართული საგანმანათლებლო სივრცე ძალიან მწირ ინფორმაციას მოიცავს სისტემური და კრიტიკული აზროვნების უნარების მნიშვნელობისა და მათი განვითარებისათვის მნიშნელოვანი საკითხების შესახებ. არადა, სისტემური აზროვნება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარი, რომელიც წარმატებასა და ბედნიერებას განსაზღვრავს.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ბლოგ-ლექციების სახით შემოგთავაზოთ ჩემი საავტორო პროგრამის „სისტემური და კრიტიკული აზროვნების ხელოვნება“ ძირითადი ნაწილი. თითოეული ბლოგ-ლექცია, მარტივი ნავიგაციისათვის, ქვეთავებად იქნება დაყოფილი, ხოლო ლექციის დასასრულს ამ უნარის განვითარებისათვის აუცილებელი შეკითხვებისა, თუ სხვადასხვა ტექნიკების განხილვით დასრულდება. თავისთავად ცხადია, პირველი ბლოგ-ლექციებით გავხსნი სამსჯელო სივრცესა თუ არეალს, ხოლო შემდეგი ლექციები კონკრეტული თემების განხილვასა, თუ სავარჯიშოების ანალიზს დაეთმობა.
დასაწყისი
თანამედროვე ტექნოლოგიებმა დიდი ცვლილებები შეიტანა სამყაროს განვითარებაში. ჩვენ გვიწევს ცხოვრება ისეთ გარემოში, სადაც ძველი და ახალი პარადიგმები თანაარსებობენ, კონფლიქტებსაც ქმნიან სხვადასხვა განზომილებებში (იქნება ეს ფიზიკური სამყარო, თუ ვირტუალური), ხშირად უმსჯელობების წინაშეც გვაყენებენ და ხანდახან ჩიხურ გარემოებებსაც ქმნიან. ამ ჩვენი სამყაროს ცვლილებების დროს, ნებისმიერი სახის შინაარსი, იქნება ეს რეალური თუ გამოგონილი ამბავი, ზეგავლენას ახდენს საზოგადოების კეთილდღეობაზე.
როგორი იქნება მომავალი, სადაც დრომ და სივრცემ საზღვრები შეცვალა? სამყარო ძალიან აჩქარდა და სივრცემ კი უსასრულობის პერსპექტივაც შეიძინა. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში სადაც ტექნიკური, ვიწრო პროფესიული ცოდნა უკვე საკმარისი არ არის დიდი ამოცანებისა თუ გამოწვევების დასანახად, გადასაწყვეტად. აქ ადამიანის პიროვნული უნარები იღებს გადამწყვეტ როლს. სწორედ ამ უნარებმა თითქოსდა უნდა გაგვიხსნას სრულიად ახალი, თვალუწვდენელი პერსპექტივები...
ჩნდება შეკითხვები - რა სახის უნარებზე უნდა გაკეთდეს აქცენტი თანამედროვე სამყაროში? რომელი უნარი გასაზღვრავს თანამედროვე სამყაროში ეფექტურობას და წარმატებას?
თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს სისტემური აზროვნება თამაშობს, თუმცა სამწუხარიდ ჩვენს საგანმანათლებლო თუ საინფორმაციო სივრცეში საკმაოდ მწირია ინფორმაცია ამ უმნიშნელოვანესი თემის შესახებ.
სამყაროს ახალი პარადიგმა სრულიად განსხვავებულ მიდგომებს მოითხოვს. რამდენად შევძლებთ მათთან ადაპტირებას? სამეცნიერო, პოლიტიკურ, სოციალურ თუ ბიზნეს სივრცეებში სულ უფრო აქტუალური ხდება დიდი შეკითხვების და ამოცანების გადაწყვეტა/შეთავაზება, სადაც სისტემური მიდგომის ანუ აზროვნების გარეშე ოპერირება წარმოუდგენელია.
რაოდენ პარატოქსულიც არ უნდა იყოს სისტემური აზროვნების ალგორითმი ჩვენს ბიოლოგიურ თუ ევოლუციურ მექნიზმებშიც დევს. თუმცა რატომ არ მუშაობს ის, რატომ ვერ ვიყენებთ მას, ან რატომ არ ვივითარებთ მას ეფექტურად, ეს უკვე სხვა საკითხია.
ადამიანების სამყარო როგორც სისტემა
ადამიანი სოციალური არსებაა, ამის შესახებ ყველას გვსმენია. სოციალურობა კი თავის თავში სისტემებსა და სტუქტურებს მოიცავს. ასევე ჩვენი ფსიქიკა, ანუ თუ გნებავთ მას გონება ვუწოდოთ, მიზეზ-შედეგობრივი პრინციპით მუშაობს, რაც ასევე სისტემურობას გულისხმობს. შესაბამისად, ვიაზრებთ თუ არა, სამყაროსთან ჩვენი ურთიერთობა სისტემური მიდგომების გარეშე წარმოუდგენელია, რადგანაც ადამიანების სამყაროს აღქმის მოდელი სისტემურობას ემყარება.
ჩვენ ვართ სისტემები,რომლებიც ვცხოვრობთ სისტემებში. ადამიანის ორგანიზამი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ მუშაობს ერთი სისტემა სხვადასხვა სისტემების გამართული მუშაობის შედეგად (ნერვული სისტემა, საჭმლის მომნელებელი სისტემა, ენდოკრინული სისტემა, საყრდენ მამოძრავაბელი სისტემა, სისხლის მიმოქცევის სისტემა, იმუნური სისტემა და ა.შ.). ქალაქები ან დასახლებები რომლებშიც ვცხოვრობთ, თავადაც არიან სისტემები, რომლებიც ასევე ერთიანდებიან უფრო დიდ სისტემაში. სოციალური და პოლიტიკური სისტემები სადაც გვიწევს ოპერირება, ცხოვრება, განსაზღვრაბენ ჩვენი ცხოვრების, სიმდიდრისა თუ ბედნიერების ხარისხს.
სისტემებს ვიყენებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ვმუშაობთ ორგანიზაციულ სისტემებში, ვცხოვრობთ სხვადასხვა პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, განათლების სისტემებში. ჩვენი დედამიწაც წარმოადგენს სისტემას, რომელიც მოძრაობს მზის სისტემის ირგვლივ.
სისტემური აზროვნება გვეხმარება გავიაზროთ, როგორ სამყაროში ვცხოვრობთ, რა ზეგავლენას ახდენს ეს მრავალი სისტემა ჩვენს ყოველდიურ ცხოვრებაზე, ჩვენს ხედვებზე და ჩვენი ცხოვრების ხარისხზე.
მაშინ რატომ არ ვასწავლით სისტემური აზროვნებასა თუ მიდგომების განვითარებას?
განვიხილოთ სხვადასხვა სივრცეები სადაც სისტემური აზროვნებისა და მიდგომების გამოყენება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია:
● ადამიანის ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის საკითხები. უკვე სადავო აღარ არის, რომ ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობა ურთიერთდაკავშირებულია. ფსიქოსომატიკასა და ადამიანის პიროვნული ეფექტურობის განმსაზღვრელ სისტემებზე სხვა დროს უფრო ვრცლად ვისაუბროთ;
● ქვეყნის, რეგიონის სოციალური თუ პოლიტიკური სისტემები - ქვეყნის კონსტიტუცია, ადგილობრივი თუ საერთაშორისო საკანონმდებლო აქტები, პოლიტიკის დოკუმენტები განსაზღვრავენ მოქალაქის, ბიზნეს კომპანიებისა თუ კონსორციუმების, ასევე სხვადასხვა შინაარსის ორგანიზაციების ოპერირების, თავისუფლების, უფლებებისა თუ კეთილდღეობის სამოქმედო სივრცეებს.
● ორგანიზაციურლი კულტურა - ის, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ორგანიზაციის კულტურის სხვადასხვა ელემენტები (დეპატრამებტები თუ თანამშრომლები) განსაზღვრავენ ორგანიზაციული მიზნების წარმატება-წარუმატებლობას. ორგანიზაციაში არსებული გაწერილი თუ გაუწერელი პროცესები - კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლის მექანიზმები, თანამშრომლობა, გუნდურობა, ლიდერობა, ორგანიზაციის შიდა პოლიტიკა - ეთკური ნორმები თუ ბიზნეს პროცესები ზეგავლენას ახდენენ კომპანიის სამყაროში ოპერირების ხარისხზე;
● პროდუქტის განვითარება - ახალი პროდუქტების შემუშავებისას კომპანიები განიხილავენ, თუ როგორ იმოქმედებს სხვადასხვა მახასიათებლები, მასალები და დიზაინის არჩევანი მთლიან პროდუქტზე და ბაზარზე მის მიღებაზე.
● ხარისხის კონტროლი - წარმოებაში სისტემური აზროვნება გვეხმარება იმ ფაქტორების იდენტიფიცირებაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დეფექტები ან ხარვეზები;
● ლოჯისტიკისა თუ მომარაგების ჯაჭვის მენეჯმენტი; კლიენტებთან ურთიერთობის მართვა; პროექტის მენეჯმენტი და სხვა თითეული ეს მიმართულება წარმოადგენს სისტემას და ურთიერთდაკავშირებულია, ამიტომ სისტემური მიდგომის გარეშე წარმოუდგენელია ამ მიმართულებით წარმატების მიღწევა;
● ჯანდაცვის მიმართულება - სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტებიდან კლინიკების შიდა სამუშაო საოპერაციო სისტემებამდე ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია - იქნება ეს პაციენტების შეფასების პორცედურა, ვაქცინაციის გეგმები, სკრინიგ პროგრამები, პაციენტების რეადმისიის სიტემები;
● განათლების სისტემები - განათლების პოლიტიკისა თუ სასწავლო გეგმების მიმართულებიდან, მოსწავლეთა შეფასებიდან ასახსნელ-განსახილველ საკითხამდე და მსმენელთა თუ მონაწილეთა მოტივაციამდე: ვაცნობიერებთ თუ არა სულ სისტემებთან გვიწევს ურთერთობა.
კიდევ ბევრი მიმართულების ჩამოთვლა შეიძლება: ქალაქგეგმარება, სატრანსპორტო პოლიტიკა თუ დასახლებული პუნქტების განაშენიანების გეგმები. როგორც ხედავთ, სულ სისტემებთან გვაქვს ურთერთობა, მთავრობით უკმაყოფილების დროს ხშირად გვსმენია სისტემის კრიტიკა თუ დენომტაჟის განცხადებები. მაგრამ ვართ კი მზად მსგავსი ხედვისათვის? რა კომპეტენცია გვაქვს ამ მიმართლებით? იქნებ სწორედ ამ მიმართულებისა თუ უნარის განვითარებით არის დასაწყები ცვლილებების თუ ახალი პარადიგმისათვის მზაობის გეგმის შემუშავება?
რა არის სისტემა?
სისტემური აზროვნებისას მნიშვნელოვანია გავიაზროთ, თუ რას ვგულისხმობთ სისტემაში - სისტემა არის მოცემულობა, რომელშიც მისი შემადგენელი ნაწილები მოქმედებენ როგორც ერთი მთლიანობა. თითოეული სისტემა შედგება უფრო პატარა სისტემებისაგან და ასევე წარმოადგენს რაღაც უფრო დიდი სისტემის ნაწილს. უფრო მარტივად, რომ ავხსნათ და მეტაფორა გამოვიყენოთ, რძიანი ყავა უფრო მეტია, ვიდრე მასში შემავალი თითოეული ინგრედიენტი (ელემენტი).
რა არის სისტემური აზროვნება?
სისტემური აზროვნება არის ამოცანის/პრობლემის გადაჭრის მეთოდი, რომელიც გულისხმობს ამოცანის/პრობლემების უფრო დიდი სისტემის დაკავშირებულ ნაწილებად და არა იზოლირებულ ელემენტებად დანახვასა და განხილვას. იგი ფოკუსირებას ახდენს ურთიერთობების, ურთიერთქმედებებისა და მოქმედებების შაბლონების გააზრებაზე კომპლექსურ სისტემაში, რათა უკეთ გავიგოთ, ვმართოთ და ეფექტურად გაუმკლავდეთ მასში არსებულ გამოწვევებს.
ანუ, სისტემური აზროვნება გვეხმარება გავიაზროთ რა სისტემებში გვიწევს ცხოვრება, მოქმედება, რამდენად ეფექტურია ეს სისტემები ჩვენთვის ან ჩვენი ამოცანების გადაწყვეტისათვის, როგორ შეიძლება ამ სისტემების შეცვლა თუ ვატყობთ, რომ ისინი ჩვენს საზიანოდ მუშაობენ.
ვინ არის სისტემური მოაზროვნე?
სისტემური მოაზროვნე არის ის, ვისაც შეუძლია დაინახოს მოვლენის დიდი სურათი და არა მხოლოდ მცირე, იზოლირებული ნაწილი. ის იკვლევს, ხედავს, თუ როგორ ურთიერთქმედებენ სხვადასხვა ნაწილები დროთა განმავლობაში ერთმანეთზე, ამჩნევეს იმ სისტემის მოქმედებს შაბლონებს/პატერნებს და სურვილის შემთხვევაში შეუძლია ამ სისტემებზე ზემოქმედება.
აღსანიშნავია, რომ სისტემური აზროვნება არ ჩერდება მოვლენებისა თუ მოცემულობების სიმპტომების იდენტიფიცირებაზე, ის მიყვება მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს ამ სიმპტომების გამომწვევი მიზეზების ფესვებამდე. ანუ სისტემური აზროვნება გვეხმარება გავიზაროთ ამა თუ იმ მოვლენის, მოცემულობის გამომწვევი მიზეზები.
სისტემური აზროვნების უპირატესობები
სისტემური აზროვნების სარგებელი ჰგავს საგანძურს, რომელიც ელოდება აღმოჩენას. როდესაც თქვენ იწყებთ სისტემური მიდგომებით ოპერირებას, თქვენ მართვის მექანიზმების ცოდნის უპირატესობებს ფლობთ.
და მაინც რა კონკრეტული უპირატესობები აქვს სისტემურ აზროვნებას?
● ამოცანის/პრობლემის/გამოწვევის უკეთესი გადაჭრა: სისტემური აზროვნება გეხმარებათ დაინახოთ უფრო დიდი სურათი, რაც გაადვილებს პრობლემების ძირეული მიზეზების იდენტიფიცირებას, ვიდრე მხოლოდ სიმპტომების მოგვარებას.
● გაუმჯობესებული, ეფექტური გადაწყვეტილების მიღება: იმის გაგებით, თუ როგორ ურთიერთქმედებენ სისტემის სხვადასხვა ნაწილები, შეგიძლიათ მიიღოთ უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილებები, წინასწარ განსაზღვროთ პოტენციური შედეგები.
● გაძლიერებული კრეატიულობა და კრიტიკული აზროვნება: ეს ხელს უწყობს აზროვნებას ყუთის მიღმა (სისტემის მიღმა) ანალიზს, როდესაც თქვენ იკვლევთ მრავალფეროვან კავშირებს და გადაწყვეტილებებს სისტემაში და სისტემებს შორის.
● ეფექტური დაგეგმვა: სისტემური აზროვნება საშუალებას გაძლევთ შექმნათ ყოვლისმომცველი სტრატეგიები სხვადასხვა ფაქტორებისა და მათი ზემოქმედების გათვალისწინებით თქვენს მიზნებზე.
● ადაპტაციის უნარი: თქვენ ცვლილებებისადმი უფრო ადაპტირებადი ხდებით, რადგან გესმით, როგორ შეიძლება სისტემის ერთ ნაწილში ცვლილებები მთელ სისტემაში გავრცელდეს.
● თანამშრომლობა, სინერგია: ეს ხელს უწყობს უკეთეს გუნდურ მუშაობას და კომუნიკაციას, რადგან ადამიანებს აქვთ საერთო ხედვა რთული საკითხების შესახებ.
ახლა კი, თუ ეს ტექსტი ბოლომდე ჩაიკითხეთ, დადგა დრო სისტემური აზროვნების უნარის განვითარებისათვის და მოდით დაუსვით თქვენს თავს შეკითხვები:
1. რა მიიღეთ ამ ტექსტიდან?
2. როგორ აპირებთ ამ ინფორმაციის გამოყენებას?
3. თქვენი ამოცანები/პრობლემები რა სისტემებს უკავშირდება?
4. რა მექანიზმებით შეგიძლიათ ამ სისტემებთან ურთიერთობა?
5. როგორი ურთიერთობა გაქვთ იმ სისტემებთან, რომლებიც თქვეთვის მნიშვნელოვან საკითხებს მართავენ?
6. როგორ კავშირებს გთავაზობთ ეს სისტემები?
იმედი მაქვს, ეს ტექსტი თქვენთვის საინტერესო და დამაფიქრებელი აღმოჩნდება. სადისკუსიო და სამსჯელო სივრცეს ამ ტექსტით ვხსნი.შემდგომში სისტემური აზროვნების ხელოვნების შესახებ უფრო პრაქტიკულ შინაარსებს შემოგთავაზებთ.