ოთარ ყარალაშვილის გამოფენა და ქართული მენეჯმენტის პრობლემები



გუშინდელი წერილის შემდეგ ვფიქრობდი, რომ უფრო მეტი დეტალის აღნიშვნა არ დამჭირდებოდა. თუმცა შევცდი.


სანამ ახსნა დავიწყებ და მეტ არგუმენტს მოვიყვან თუ რატომ განსხვავდება სულაკაურის გამომცემლობის მიერ გამოცემული გიგი თევზაძის წიგნის „კრიტიკული აზროვნების მეგზურის“ ილუსტრაციები სტანდარტული წიგნის ილუსტრაციებისაგან, აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ წერილის ადრესატი, ბ-ნი ოთარ ყარალაშვილი გამომეხმაურა მეც და ყველას ვისაც კი სოციალურ ქსელში კომენტარი ჰქონდა გაკეთებული ჩემს შეშფოთებულ/გაბრაზებულ წერილზე.


ბ-ნმა ოთარმა ამიხსნა, რომ გამოფენის ორგანიზების დროს იყო მენეჯმენტის პრობლემები, როგორც ჩვევია საქართველოს, შესაბაისად დაიკარგა შინაარსი, მათ შორის არაზუსტად გავრცელდა ინფორმაცია ილუსტრაციებთან დაკავშირებით. ასევე აღნიშნა, რომ ხვალიდან (2021 წლის 13 დეკემბრიდან) გამოფენის შესასვლელში დაიდება დეტალური ინფორმაცია გამოფენისა და ილუსტრაციების შესახებ. დიდი გულისყურით ველოდები ამ ინფორმაციას და აუცილებლად ვეწვევი გამოფენასაც, როგორ წერილში აღვნიშნე.


ეხლა მეტი ინფორმაცია თუ რატომ არის კრიტიკული აზროვნების მეგზურის ილუსტრაციები განსაკუთრებული და განსხვავებული. აღარ გავიმეორებ ჩემს მიერ უკვე აღნიშნულ დეტალებს თუ როგორ შეიქმნა ილუსტრაციები, დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია იხილოს ჩემი წერილი - ისტორიის გადაწერა მოსულა? ან ისტორიის გადაწერის ქართული ისტორია


1. ამ წიგნში ილუსტრაციების განსაკუთრებულობა გარდა უკვე აღნიშნულისა იმით გამოიხატება, რომ გარდა ილუსტრაციების სიუჟეტების აღწერისა, ავტორის მიერ წიგნის მაკეტში იყო მონიშნული ტექსტის კონკრეტული ადგილი, თუ სად უნდა ჩასმულიყო ილუსტრაცია. ასევე ავღნიშნავ, რომ წიგნის გარეკანზე გარვევით წერია - ციტატა წიგნის გარეკანიდან - წიგნის ორგანული ნაწილია ილუსტრაციები, რომლებიც, ზოგიერთ შემთხვევაში, დამატებით ინფორმაციას აწვდიან მკითხველს და მას საკუთარი კრიტიკული აზროვნების გამოცდისაკენ უბიძგებენ. სრული უკანა ყდაზე დატანილი ინფორმაცია იხილეთ სურათში. აქვე დავამატებ, რომ წიგნი დაკაბადონებულია ასევე ოთარ ყარალაშვილის მიერ.





ეხლა შეკითხვა - ბევრია მსგავსი ფორმის ილუსტრირეული წიგნი? აღნიშნული წიგნის ილუსტრაციები ხომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს და მათი გამოფენისა თუ გამოქვეყნების დროს მნიშვნელოვანია აღინიშნოს ეს ფაქტი?


2. როდესაც ბატონი ოთარი აღნიშნავს, რომ წიგნში იგი მხოლოდ დიზაინერად არის მოხსენიებული და არა როგორც ილუსტრატორი, ამის შესახებ პრეტენზიები, ვფიქრობ სულაკაურის გამომცემლობასთან უნდა ჰქონდეს, თუმცა, წიგნი თვითონ ბატონმა ოთარმა დააკაბადონა და თუ რაიმე უზუსტობას ჰქონდა ადგილი, მაშინვე შეეძლო ამის შესახებ გამომცემლობის ინფორმირება და ინფორმაციის დაკორექტირება; არამგონია, გამომცემლობას უარი ეთქვა.

3. კოოპერაციის შედეგად შექმნილი ნებისმიერი ნამუშევარი, ხომ შექმნელების ერთბლივი საკუთრებაა. ყოველგვარი კოპირაიტის წესებისმიუხედავად, შეიძლება ამ კოოპერაციის შედეგის დაშლა და ნაწილის პერსონალურ საკუთრებად გამოცხადება?

4. გარდა ამისა, რომ არ ყოფილიყო ეს წიგნი, გააკეთებდა ბ-ნი ოთარი ასეთ ილუსტრაციებს? მგონი პასუხი ცხადია. თუმცა, ბატონი ოთარის ილუსტრაციების გარეშე ეს წიგნი, ალბათ კონკრეტულად ასეთი შესანიშნავი ფორმით არა, მაგრამ მაინც იარსებებდა.

ფაქტები და დეტალები კიდე ბევრია და აღარ დავწვრილმანდები. ვფიქრობ წერილშიც და აქ ჩემს მიერ ჩამოთვლილი დეტალები საკმარისია იმისათვის, რომ დავასაბუთო რატომ მაქვს პრეტენზია ოთარ ყარალაშვილის გამოფენის შინაარსთან, ინფორმაციასთან რომელიც როგორც სიუჟეტში გავიდა, ასევე მუზეუმის გვერდზე დაიდო.

ახლა მთავარია, როგორც გამოფენის ავტორმა დაწერა, რომ გამოფენის შესახებ ინფორმაცია დაზუსტდება. მე კი აუცილებლად მივალ გამოფენაზე და დეტალურად დავწერ გამოფენის შესახებ. ასევე მოგიყვებით თუ როგორ და რატომ მოიფიქრა ავტორმა ილუსტრაციები და როგორ განსაზღვრა ილუსტრაციების ჩასასმელი ადგილები.


პატივისცემით,

ნინი ჭაჭია

361 views0 comments