ზღაპრების და მითების სამყარო - კითხვის საათი
კითხვა ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ ბავშვებმა უკეთ აღიქვან სამყარო, შეიმეცნონ გარემო, განივითარონ სააზროვნო სისტემა, კრიტიკული აზროვნება და ლექსიკა.
წიგნიერების პროგრამის მიზანია ბავშვებს შეაყვაროს კითხვა, დაანახოს სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები, შეასწავლოს ყალბი და რეალური ამბების დადგენა, შეასწავლოს სხვადასხვა ტექსტებთან მუშაობა, განუვითაროს ბავშვებს ტექსტზე მუშაობის და ფაქტებზე დაფუძნებული აზროვნებისა, გადაწყვეტილების მიღების უნარები და რაც მთავარია, სხვადასხვა შინაარსისადმი შემოქმედებითი მიდგომა;
შეხვედრის განმავლობაში ჩვენი მენტორი ბავშებს უკითხავს ნაწარმოებებს და შემდეგ ბავშვებთან ერთად მსჯელობს ნაწარმოებში არსებულ მოვლენებზე, ნაწარმოების პერსონაჟების ტიპაჟებზე, ქცევებზე. ასევე მენტორი უხსნის მონაწილეებს თუ რა ჟანრის ნაწარმოებს განიხილავენ, უყვება ნაწარმოების ავტორის ბიოგრაფიას და კრიტიკული აზროვნების შეკითხვებით განიხილავს ნაწარმოებს. გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში ბავშვები ივითარებენ ნატიფ მოტორიკას, რადგანაც შეხვედრის მეორე ნაწილის განმავლობაში აფერადებენ პერსონაჟებს, აკეთებენ ნაწარმოების აპლიკაციებს.
პროგრამა ორიენტირებულია ბავშვებში განავითაროს:
-
შემოქმედებითი და წარმოსახვის უნარები;
-
ლოგიკური აზროვნება;
-
ტექსტზე მუშაობა და ფაქტებზე დაფუძნებული აზროვნებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარები;
-
მონაცემებთან, ტექსტის შინაარსებთან მუშაობა;
-
მსჯელობა და ალტერნატიული შესაძლობების ძიება;
-
სხვადასხვა შინაარსისადმი შემოქმედებითი მიდგომა;
-
განსხვავებული აზრის მიღებისა და არგუმენტირებული დებატების უნარი;
მრავალფეროვანი ტექსტები/შინაარსები, როლური თამაშები, სავარჯიშოები და ამოცანები ხელს უწყობს ბავშვებში დისციპლინის, დამოუკიდებლობის, ემოციური და ქცევითი რეგულირების განვითარებას.
ტექნიკური ინფორმაცია პროგრამების შესახებ:
შეხვედრები იმართება კვირაში ერთხელ;
მსმენელთა ასაკი - 6-9 წ.;
შეხვედრის ხანგრძლივობა - 60 - 75 წუთი;
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა - 10 -12 მონაწილე;
ყოველთვიური გადახდის შემთხვევაში, 4 შეხვედრა - 100 ლარი
ერთჯერადი ვიზიტი - 30 ლარი
პროგრამაზე რეგისტრაციისათვის მიჰყევით ბმულს https://bit.ly/2ZkIH5g
ან დაგვიკავშირდით: 595 58 85 19
პროგმამის ავტორი და მენტორი: სოფიო მანელიძე
გერმანული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი და ტრენერი. მაგისტრი - კავკასია ევროპულ და გლობალურ კონტექსტში; 12 წელია მუშაობს საგანმანათლებლო სფეროში. მუშაობის სფერო: არაფორმალური განათლების თანამედროვე მეთოდები; არის კრიტიკული აზროვნების სკოლის - The School of Critical Thinking მენტორი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ჩატარებული აქვს 50-მდე ტრენინგი არაფორმალური განათლების თანამედროვე ტექნიკების მიმართულებით მასწავლებლებისათვის.