კრიტიკული აზროვნების სკოლა
ნაბიჯ-ნაბიჯ წარმატებისაკენ
კრიტიკული აზროვნების სკოლა არის არაფორმალური განათლების ცენტრი, რომელიც ორიენტირებულია პიროვნული და პროფესიული უნარების განვითარებაზე.
სწავლებისა და განვითარების ახალი ფორმატი
პრაქტიკული და ეფექტური, ინტერაქციული კურსები, როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ ფორმატში;
რატომ ჩვენ
რისგან შედგება სწავლების ახალი ფორმატი
მეცნიერება - სწავლების დროს გამოყენებული პრაქტიკული სავარჯიშოები და ტექნიკები ემყარება სამეცნიერო კვლევებს ნეიროფიზიოლოგიაში, სოციალურ ფსიქოლოგიაში, კოგნიტურ მეცნიერებაში, ადამიანის ქცეცის ევოლუციაში, ნეიროფსიქოლოგიაში და ნეიროლინგისტურ პროგრამირებში.
ეფექტურობა - კურსებზე და პროგრამებზე მიღებული ტექნიკები, ინსტრუმენტები და სავარჯიშოები საშუალებას აძლევს მსმენელს იმუშაოს ახალი ამოცანისა თუ პრობლემის გადაწყვეტაზე სრულიად ახალი საფეხურიდან/განზომილებიდან. მსმენელებს ეძლევათ შესაძლებლობა გახდნენ უფრო ეფექტურები საქმიანობის ნებისმიერ სფეროში.
ნებისმიერი უნარის განვითარებას ესაჭიროება დრო, ამიტომ სწავლების დროს განიხილება არა მხოლოდ კონკრეტული უნარის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ტექნიკები და ტაქტიკები, არამედ მსმენელები ეცნობიან კონკრეტულ სტრუქტურებს და მოდელებს, რომელთა გამოყენებითაც შეძლებენ კონკრეტულ დროში მნიშვნელოვანი უნარის განვითარებას და მის ჩვევად ქცევას.
კრიტიკული აზროვნების გამავრცელებელი საზოგადოება
ჩვენ, ვინც განათლების სისტემაში ვმუშაობთ წლების განმავლობაში, ვფიქრობთ, რომ განათლების სისტემას კარგა ხანს არაფერი ეშველება: ამას მიუთითებს ის უკიდურესი ცენტრალიზაცია და უნიფიცირება, რომელსაც ყველა ხელისულფება წლების განმავლობაში ეწევა.
ამ მხრივ, განსაკუთრებით პრობლემულია სასკოლო განათლება, რომელიც, იმის მაგივრად, რომ ეხმარებოდეს მოსწავლეს თვით-იდენტიფიკაციაში და თვით-რეფლექსიაში, აწარმოებს ტექნიკური, ხშირად მოძველებული, დიდი მოცულობის ინფორმაციის ტრანსლაციას. ეს ხდება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სკოლებში, და ასევე, იმ ე.წ. დამხმარე, გამოცდების და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემებში, რომლებიც, დეკლარაციულად, განათლების სისტემის განვითარებაზე უნდა ზრუნავდეს. კერძო სკოლებსაც კი, რომლებიც მთელი ძალებით ცდილობენ დამოუკიდებელი და თანამედროვე სასწავლო გეგმა ჰქონდეთ, ძალიან ცოტა ადგილი აქვს დატოვებული თავისუფლებისათვის სახელმწიფო კონტროლის მიერ, სახელმწიფო სკოლებზე რომ არაფერი ვთქვათ.
არც ის არის საიდუმლო, რომ დღეს, კერძო და სახელმწიფო სკოლები, ერთამნეთისაგან იმდენად სწავლების ხარისხით არა, რამდენადაც, უსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის ხარისხით განსხვავდებიან: მშობელი უხდის კერძო სკოლას ფულს არა იმდენად შვილის განათლებისათვის და განვითარებისათვის, რამდენადაც, დღის კონკრეტულ მონაკვეთში შვილის გარატირებულ უსაფრთხოებაში და ნორმალურ ინფრასტრუქტურულ გარემოში ყოფნაში.
თუმცა, პრობლემები ამით არ მთავრდება: სწორედ იმის გამო, რომ სკოლებში მთელი დრო ტექნიკური, ხშირად უსარგებლო ინფორმაციის ტრანსფერს ეთმობა, ჩვენი შვილები ვერ ფლობენ საკუთარი თავის და საკუთარი სურვილების კრიტიკული განხილვის ელემანტარულ უნარებს. შესაბამისად, სკოლის შემდეგ საკუთარი ცხოვრების გაგრძელების გადაწყვეტილებას, ისინი, მეტწილად გაუაზრებლად, საკუთარ გარემოში გავრცელებულ უმსჯელობებზე დაყრდნობით იღებენ; ეს კი არა მარტო ართულებს მოზარდის მიერ მომავალში წარმატების მიღწევას, არამედ, მშობლის ინვესტიციასაც (მაგ. რეპეტიტორებთან მომზადების თანხას), მოცულობის მიუხედავად, უაზროდ და უმნიშვნელოდ აქცევს.
ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოსთვის, ამ ეტაპზე, გამოსავალი სწორად დაგეგმილ და გავრცელებულ არაფორმალურ განათლებაშია. შესაძლებელია დაველოდოთ დროს, როდესაც ჭკვიანი მთავრობა დათმობს მასწავლებლების დათრგუნვის მეშვეობით მოპოვებულ საარჩევნო ხმებს და იზრუნებს განათლების სისტემის განსახელმწიფოება/დეცენტრალიზაციაზე. თუმცა, დრო გადის და ყოველწლიურად, არასწორი არჩევანით დათრგუნული მოზარდების და უაზრო ინვესტიცით დაზიანებული მშობლების რაოდენობა რამდენიმე ათასით იზრდება.
ამიტომ, ჩვენ, ჩვენს ცოდნაზე და გამოცდილებაზე დაყრდნობით, გთავაზობთ არაფორმალური განათლების სისტემას, რომელიც ნამდვილად გაგცემთ პასუხს კითხვაზე, თუ რამდენად არის დარწმუნებული თქვენი შვილი საკუთარ არჩევანში, იცის თუ არა, სინამდვილეში რა სურს და რამდენად პერსპექტიული იქნება ის ინვესტიცია, რომელსაც თქვენ თქვენი შვილის განათლებაში დებთ.
ჩვენს მიერ შემუშავებული სისტემა არა მარტო შეიტანს წვლილს თქვენი და თქვენი შვილების ცხოვრების ჰარმონიულ განვითარებაში, არამედ, შექმნის ქვეყნის განვითარებისათვის უზარმაზარ რესურს, იმისად მიუხედავად, სად იცხოვრებთ თქვენ და თქვენი შვილები.