კრიტიკული აზროვნების აღმოჩენა
დღეს მხოლოდ ფილოსოფოსები როდი ხედავენ კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობას: იმ სოციალური გარსიდან, რომელშიც ვცხოვრობთ, გარეთ გასვლა და გარედან დაკვირვება ხანდახან სასიცოცხლო აუცილებლობაც კია. ფილოსოფოსები საუკუნეების განმავლობაში ხვეწდნენ „გასვლისა და დაკვირვების“ გზებს. ამიტომ ყველაზე მეტი გამოცდილება კრიტიკული აზროვნების შესახებ ფილოსოფიურ ტექსტებშია დაგროვილი.
კრიტიკული აზროვნება, როგორც უნარი და მეთოდი, წარმატების საწინდარია თანამედროვე სამყაროს ნებისმიერ სფეროში: ბიზნესში, მეცნიერებაში, ხელოვნებასა თუ პოლიტიკაში.
ეს პროგრამა კრიტიკული აზროვნების წესების პრეზენტავია კი არ არის, არამედ ფორმაც თუ როგორ უნდა ისწავლებოდეს ფილოსოფია 21-ე საუკუნეში: როგორც კრიტიკული აზროვნების გამოცდილება და ამ გამოცდილების ისტორია.
პროგრამის განმავლობაში განსახილველი თემები:
-
რატომ ფილოსოფია, როგორც კრიტიკული აზროვნების გამოცდილება?
-
კრიტიკული აზროვნების მეთოდის ძირითადი კითხვები;
-
პითაგორა და პლატონი;
-
ძენონი;
-
ეპიკურე;
-
ჯერემი ბენტმანი;
-
არისტოტელე;
-
ჩარლზ დარვინი;
-
ზიგმუნდ ფროიდი;
-
ფრიდრიჰ ნიცშე;
-
ერნსტ გელნერი;
-
მერი დუგლასი;
-
ჰანა არენდტი;
-
ჯონ დიუი;
-
თომას კუნი;
-
მარშალ მაკ ლუჰანი;
-
მიშელ ფუკო;
-
მარტინ ჰაიდეგერი;
-
ლუდვიგ ვიტგენშტაინი;
-
რენე დეკარტე;
-
იმანუელ კანტი;
ტექნიკური ინფორმაცია პროგრამების შესახებ:
პროგრამა მოიცავს 20 შეხვედრას;
შეხვედრები იმართება კვირაში ერთხელ ონლაინ;
მსმენელთა ასაკი: 15 +.;
შეხვედრის ხანგრძლივობა - 60 - 75 წუთი;
ყოველთვიური გადახდის შემთხვევაში, 4 შეხვედრა - 150 ლარი
პროგრამის დასრულების შემდგომ გაიცემა სერტიფიკატი;
პროგრამის ავტორი და მენტორი - გიგი თევზაძე
დაიბადა 1967 წლის 22 ივნისს.1989 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ფილოსოფიის მასწავლებლის დიპლომით. 1992 და 1997 წლებში, შესაბამისად, დაიცვა ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატისა და ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. მისი სამუშაო ისტორია მოიცავს სხვადასხვა გამოცდილებას, როგორებიცაა: საველე სამუშაო იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველების აღდგენის ცენტრში (1985-1995), რეგიონული გაზეთის გამომცემელი (1987-1988), ლექტორი (1985-დან დღემდე), სამთავრობო რეფორმების კონსულტანტი (1995-1997 – UNDP, 2000-2001 – მსოფლიო ბანკი). სხვადასხვა წლებში ის მუშაობდა საქართველოს პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის უფროსის (1997-2000), სახელმწიფო ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს წევრის (2001-2003), საქართველოს განათლების რეფორმის პროექტის დირექტორის (2004-2006), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი რექტორის (2006-2013) თანამდებობებზე; 2006 წელს საქართველოს მთავრობის ხელშეწყობითა და დავალებით დააარსა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. სხვადასხვა წელს ეკავა სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობა. 2006 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და 4D კვლევების ინსტიტუტის დირექტორია.
არის 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის, 14 წიგნისა და რამდენიმე ათეული ბლოგის ავტორი ქართულ-ინგლისურ, გერმანულ, მაკედონიურ და რუსულ ენებზე. 14 წიგნიდან 3 მხატვრული ლიტერატურის ჟანრისაა.