ტრენინგი მენტალური ჰიგიენა - SmART Life – Step One 

smART – the ART of Self-management - საკუთარი თავის მართვის ხელოვნება

ყველა ადამიანს უნდა გახადოს საკუთარი ცხოვრება უფრო ეფექტური, წარმატებული და ბედნიერი. თუმცა მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ მხოლოდ ადამიანების 10% აღწევს წარმატებას და ცხოვრობს საკუთარი მიზნების, ოცნებების და სურვილების მიხედვით. ტრენინგზე smART life - მენტალური ჰიგიენა თქვენ გაეცნობით იმ ტექნიკებს, ინსტრუმენტებს და სტრატეგიებს, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ გადატვირთოთ თქვენი სააზროვნო სისტემა და აამუშაოთ მიზანზე ორიენტირებული ალგორითმი. ამით კი თქვენც იმ წარმატებული ადამიანების რიგებში შეხვალთ, რომლებიც საკუთარი რესურესბის გამოყენებით ეფექტურები და ბედნიერები არიან, როგორც პირად ცხოვრებაში, ისე პროფესიულ კარიერაში.

როგორ?

ტრენინგზე აღმოაჩენთ, რომ  თქვენ ისეთი ცხოვრებით ცხოვრობთ, როგორსაც თვითონ იქმნით და ისწავლით როგორ უნდა მართოთ თქვენი სააზროვნო სისტემა, რათა ყველა მოქმედება იყოს თქვენს მიზანზე მიმართული. აქ შეისწავლით, როგორ შეცვალოთ თქვენთვის ხელისშემშლელი რწმენა-წარმოდეგები და როგორ დაძლიოთ ნებისმიერი წინააღმდეგობა ისე, რომ არ გადაუხვიოთ დასახულ მიზანს. იმოგზაურებთ საკუთარ თავში, შეიცნობთ თქვენს ემოციებს და ისწავლით მათ გამოყენებას/მართვას. გაიაზრებთ თუ რომელი უნარები გესაჭიროებათ სასურველი ცხოვრების მისაღწევად და ისწავლით ახალი უნარების გამომუშავების ტექნიკებს და ტაქტიკებს. ისწავლით რა მექანიზმებით უნდა შექმნათ თქვენთვის სასურველი ცხოვრება, რომელიც ბედნიერებისა და წარმატების მომტანი იქნება, როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი გარემოსათვის.

 

და ბოლოს, ტრენინგზე შეისწავლით იმ ინსტუმენტებს, ტექნიკებს და სტრატეგიებს რომელთა ყოველდღიური დანერგვის შემდგომ თქვენი ცხოვრება უკვე 1 თვის თავზე ცვლილებას დაიწყებს.

 

ტრენინგის ხანგრძლივობა - 3 დღე, 9 საათი (+- 30 წთ);

ფორმატი - ინტერაქტიული;

აქტივობის შინაარსი, დეტალური ინფორმაცია  

პრაქტიკული სავარჯიშოები და ტექნიკები ემყარება სამეცნიერო კვლევებს ნეიროფიზიოლოგიაში, სოციალურ ფსიქოლოგიაში, კოგნიტურ მეცნიერებაში, ადამიანის ქცეცის ევოლუციაში, ნეიროფსიქოლოგიაში და ნეიროლინგისტურ პროგრამირებში (NLP).

ტრენინგზე მიღებული ტექნიკები, ინსტრუმენტები და სავარჯიშოები საშუალებას აძლევს მსმენელს იმუშაოს ახალი ამოცანისა თუ პრობლემის გადაწყვეტაზე სრულიად ახალი საფეხურიდან/განზომილებიდან. მსმენელებს ეძლევათ შესაძლებლობა გახდნენ უფრო ეფექტურები საქმიანობის ნებისმიერ სფეროში.

მასტრკლას მენტალურ ჰიგიენაზე განსახილველი საკითხები:

  • შემზღუდავი ფაქტორები, რწმენა წარმოდგენები.

  • როგორ მუშაობს თავის ტვინი და როგორ ყალიბდენა უნარი;

  • სტრესის ვაქცინა.

  • ემოციების სამზარეულო.

  • დიალოგი საკუთარ თავთან და სამყაროსთან.

  • კომუნიკაცია საკუთარ თავთან - ინფორმაციის მიმდინარეობის პროცესი;

მასტერკლასზე განსახილველი ინსტრემენტები, ტექნიკები და მათი გამოყენების ინსტრუქციები:

  • სტრესის და ემოციების იდენტიფიცირების ტექნიკები;

  • საკუთარი თავის (ემოციების და განწყობის) მართვის 3 ტექნიკა;

  • სტრესის მიმართ მდგორადობის და ემოციების მართვის სავარჯიშოები;

  • ახალი უნარის გამომუშავების ტექნიკა და მისი დანერგვის მექანიზმები;

რატომ smART Life მენტალური ჰიგიენის ტრენინგი?

მეცნიერება -  პრაქტიკული სავარჯიშოები და ტექნიკები ემყარება სამეცნიერო კვლევებს ნეიროფიზიოლოგიაში, სოციალურ ფსიქოლოგიაში, კოგნიტურ მეცნიერებაში, ადამიანის ქცეცის ევოლუციაში, ნეიროფსიქოლოგიაში და ნეიროლინგისტურ პროგრამირებში.

ეფექტურობა - ტრენინგზე მიღებული ტექნიკები, ინსტრუმენტები და სავარჯიშოები საშუალებას აძლევს მსმენელს იმუშაოს ახალი ამოცანისა თუ პრობლემის გადაწყვეტაზე სრულიად ახალი საფეხურიდან/განზომილებიდან. მსმენელებს ეძლევათ შესაძლებლობა გახდნენ უფრო ეფექტურები საქმიანობის ნებისმიერ სფეროში.

ნებისმიერი უნარის განვითარებას ესაჭიროება დრო, ამიტომ ტრენინგზე განიხილება არა მხოლოდ კონკრეტული უნარის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ტექნიკები და ტაქტიკები, არამედ მსმენელები ეცნობიან კონკრეტულ სტრუქტურებს და მოდელებს, რომელთა გამოყენებითაც შეძლებენ კონკრეტულ დროში მნიშვნელოვანი უნარის განვითარებას და მის ჩვევად ქცევას.

 

SmART  Life მენტალური ჰიგიენის ტრენინგის ავტორი და წამყვანი - ნინი ჭაჭია

პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, სერტიფიცირებული ქოუჩი, ბლოგერი, ტრენერი და ბიზნეს კონსულტანტი. 15 წელიწადზე მეტია აქტიურად მუშაობს არა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე, არამედ მისი სამუშაო არეალი ასევე მოიცავს სომხეთს, აზერბაიჯანსა და უკრაინას. მუშაობის სფერო: ფსიქოლოგია, განათლება და ბიზნესი. ჩატარებული აქვს 150ზე მეტი ტრენინგი, 100-ზე მასტერკლასი. მუშაობდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან და მშობლებთან. ამჟამად თანამშრომლობს სხვადასხვა არაფორმალური განათლების ცენტრებთან, უნივერსიტეტენთან, კოლეჯებთან და ბიზნეს ორგანიზაციებთან როგორც ქოუჩი/ტრენერი და მოწვეული კონსულტანტი. არის კრიტიკული აზროვნების სკოლის - School for Critical Thinking დამფუძნებელი.

კრიტიკული აზროვნების გამავრცელებელი საზოგადოების თანადამფუძნებელი, საცხენოსტო ტურიზმის ასოციაციის (ERETA) თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრი; Rotary Club Tbilisi Ambassador-ის წევრი;