top of page

ა. ქსილისელი: გასაუბრება მეანდაზესთან



ჭირნახული - ჭირ ნახული - ყოველს წელს ჭირი სჭირდა? და თუკი სჭირდა რაღას მისდევდი ამ საქმეს? სხვა რამესთვის მოგეკიდა ხელი.


საწყალი - სა(წყალი) - აკი წყალს მიაქვს საქართველო?


უბედური - იჯდა და ბედს ელოდა? ხელი გაენძრია. ან ტვინი. ან ორთავე.

სამშობლო - სა(მშობლო) - საშენო რომელიღაა? თუ სანამ მშობელი არ გახდები არაფერი გერგება?


საუცხოო - უცხოს უკეთესი მიეციო. და შენ რაღატომ იკლებ ამ უკეთესს? აკი ჯერ თავო და თავოო? გაორება გჭირს, ქართველო?


ჭირი იქა ლხინი აქა, ქატო იქა ფქვილი აქა - ჭირს რომ იქეთ უგზავნი სხვას, არ იცი რომ გავრცელება იცის და ბოლოს შენც მოგადგება გაგანია ლხინში? კაი, ეპიდემიოლოგიისა არაფერი გაგეგება, მაგრამ ქატოსაც რომ თავიდან იშორებ, ღორებს რა უნდა აჭამო, ქართველო?


შორს მოუარე, შინ მშვიდობით მიხვალო - მოკლეზე ყაჩაღები იდგნენ? კაი კაცო! აკი მხოლოდ გმირების სავანე იყო საქართველო? აი, ერთ კაცზე ათი მტერი რომ მოდიოდა და ხმლის ერთი მოქნევით რომ მუსრავდა ათივეს.


ხმალსა არ უშლისსიმოკლე, ფეხი წინწასდგი, გაწვდება - გრძელი ხმლის გამოჭედვა დაგეზარა და ეგეთი გამართლება უპოვე, ქართველო?


პური და ღვინოძველი ჯობია, ბატონი კი ახალიო - უბატონობაზე არ გიფიქრია, ქართველო?


რომელი მგელიც მე არ შემჭამს, დაე დიდხანს იცოცხლოსო - მეზობლისთვის გინდა ის დღეგრძელი მგელი ხომ, ქართველო?


ყველა ბუზი ბზუისო, მხოლოდ ფუტკართანყველა სტყუისო - ბუნების მრავალფეროვნებისა და კვებითი ჯაჭვის შესახებ არაფერი გსმენია, ქართველო?


ჯერ არ ვარგანავში ჯდომა, მერე მენავესთანბრძოლა - გენეტიკურ კოდში ჩაწერილი აქვაფობია გჭირს, ქართველო?


ჰაცა, ვირო, ნუ მოკვდები, გაზაფხულზე იონჯა ამოვა და მოძოვეო - ტრაქტორში საწვავი თუ არ ჩაასხი, რომ არ იმუშავებს, არ გაგიგია, ქართველო?


ღარიბ კაცს ხეირიანი შვილი რომ ყავდეს, ღარიბი აღარ იქნებაო - შვილებს ხარ აკიდებული, ქართველო? ხელი და თავი რომ გაანძრიო, ვერა?


შეუჩვეველ ჭირს შეჩვეული ჭირი სჯობია - ჭირს რომ ეჩვევი და ვერ ასცდი, იმიტომაც მიაქვს ჭირს შენი თავი!


ბარი-ბარსა, თოხი-ტარსა - ტარი თოხსა, ტარი თოხსა, კაცო!


ბედი მომეც და სანეხვეზე გადამაგდე - თავ-ხელი გაანძრიე და სანეხვეც სანატრელი აღარ გექნება!


გაჭირვება მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებო - რატომ გარბიხარ? მედგრად რომ დაუდგე, არ გიფიქრია, ქართველო?


ძმა ძმისთვისაო შავი დღისთვისაო - და შავ დღეს რომ არ დაელოდო და ისე უძმო, ვერა?


ურემი რომ გადაბრუნდება გზა მერე გამოჩნდებაო - გზის დანახვით სიხარულის გამოხატვას იმ გადაბრუნებულებს მიეშველე, იქნება და რა შარში არიან!


ადათის ამოწყვეტას გვარის ამოწყვეტა სჯობიაო - გვარს თუ დაეკითხე, ქართველო? თანახმაა ამოწყვეტას?


ქართლის მინდორი თოვლით სავსე სჯობია, თვალმარგალიტებით სავსესაო - ამის მთქმელი კიდევაც უბედობას რომ შესჩივლებ კი ხარ სანეხვეზე გადასაგდები!


ფეხი ისე გაშალე საბანი მოგწვდებოდესო - ჰო, ეგრე ჰქენი, საშენო საბანი არ შაჰკერო, ეგრე დარჩი ფეხმოკეცილი!


სიყვარული ხანძარია, ერთგულება დუღაბიო - ხანძარი რომ დუღაბსა შლის, არ გაგიგია, ქართველო?


საითაც გავიქეცი, იქით წავიქეცი - მერე და, რას დარბიხარ? წყნარად იარე, რაღა!


სავაგლახოზე აიღე, სატიალოზე დააგდეო - წესიერ ადგილებში რომ იარო, ვერა?


რამდენი ვირიც ვიყიდე ყველა ყროყინა გამომადგაო - ჭიხვინა ვირი თუ გინახავს სადმე, ქართველო?


საფურეს სასკორავზე ეტყობაო - სანამ სასკორავზე არ შეხედავ, არ უნდა იცოდე რისი პატრონი ხარ, ქართველო?


ბავშვს გაუცინე და ტრაკს გიჩვენებსო - მერე და, თუ იცი რომ ტრაკს გიჩვენებენ, სიცილს შენთვის ვერ შეინახავ, ქართველო?


მე რომ მოტევა მომინდაო, ჩემს ძაღლს მოფსმა მაშინ მოუნდაო - ძაღლი ვერ მოგითვინიერებია, შენ ოჯახსა და მეურნეობას გაუძღვები, ქართველო?


გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გიჩვენებო - ბიჯო! გაჭირვებას კი არ უნდა გეექცე, უნდა დაეჭიდო და მოერიო, თორე გაქცეულსაც მოგნახავს და კეთილებსაც მოგიკითხავს!


კოკა წყალზე გატყდებაო - ჰო, წყალზე, წყალზე, მა რა! ბებიაშენისამ, ღვინო არ ჩაგისხამს და არ გაგტეხია, აი! მაგრამ მეზობელმა რომ გაგიგოს ღვინო დაღვარაო, სირცხვილია, არა?


ყვავს არ ჰქონდა, ბუს გაჰქონდაო - ეჰ. ყვავიც რო შენნაირი გაღლეტილი იყო, ქართველო.

ააფრინე ალალიო, რაც არ არი არ არიო - ალალის აფრენასა და დევნას გეშრომა და გექნებოდა, ქართველო!


ადე, ნახე ჭირიო, დაჯე, ნახე ლხინიო - ჰო, მაშ. შრომა და გარჯა ჭირად რომ მიგაჩნდა, იმიტომაც აფრენდი ალალს დილა-საღამოს, ქართველო!


ავ დროში ცოლი შეირთე, კარგ დროში გამოგადგებაო - შენ ავი დრო გედგას, ქალს რაღას ერჩი, კაცო?


ავაფურთხე, ულვაშს მოხვდა, დავაფურთხე და წვერებსაო - ან ფურთხებას მორჩი ან პირი გაიპარსე, ქართველო!


ავი კაცი აქე და ერიდეო - ჰო, მერე კი ყორეს ამოეფარე და დაემალე!


ა) ავი მეზობელი გერჩივნოს კეთილ ნათესავსაო და ბ) ავი მეზობლისგან ღმერთმა ყველა დაიფაროსო - ჯერ რომ ჩამოყალიბდე ამათში რომელია სიბრძნე და მერე გვამცნო, არ გინდა, ქართველო?


ავი ძაღლი პატრონსაც კბენსო - მაზოხისტი ხარ? თავს რატომ აკბენინებ, ქართველო?


ჯერ თავო და თავო, მერე ცოლო და შვილოო - ჰო, მაშ. რო რამე, ახალსაც მოეკიდები. რა პრობლემაა!


ხიდი მდინარის ზომა უნდა იყოსო - გენიალური მიგნებაა! ყოჩაღ!


ხალხი მირბოდეს, გაჰყევი. გაჩერდეს, გაჩერდიო - ჰო, მაშ! ხრამში გადახტეს, ნურც შენ ჩამორჩები, ქართველო!


ქალი - სხვისი საქონელიაო. - ყოჩაღ! ფანტაზიებსა და შეფასებებში დონე ხარ, ქართველო!


დედის წინ მორბენალ კვიცს მგელი შესჭამსო - აბა უკან ცხენს თვალები არ აბია და სადღა ირბინოს და ბედაურად როგორღა დადგეს ეს უბედური კვიცი?


ჭირი მეზობლის კარსაო - ხან მეზობელი ნათესავზე ახლობელიაო და ხანაც ჭირს უგზავნი. არ გინდა რომ შენს სურვილებში ჩამოყალიბდე, ქართველო?


კითხვა-კითხვით კაცი იერუსალიმს მივაო - მთელი ცხოვრება სალოცავებისა და „ღმერთო შენ მიშველეს“ ძებნაში რომ გაატარე, კითხვა-კითხვით ლონდონშიც კი ჩახვიდოდი, პარიზშიც, ვენაშიც, ვენეციაშიც, მაინცშიც, ჰაიდელბერგშიც, კრაკოვშიც. განათლება და წიგნიერება რომ გდომებოდა, ქართველო. დაგიშალა ვინმემ?


მშიერი ძაღლი პატრონს უკბენსო - მერე და, აჭამე, აჭამე! დაგიშალა ვინმემ? რატომ კლავ მშიერს, ქართველო?


ომიანობა რომ არ იყვეს, გამარჯვებას პატივი არ ექნებოდაო - ისე ამბობ, გეგონება დღენიადაგ სულ გამარჯვებული დადიოდი, აი!


პირველი მოჩივარი ბატონს მართალი ეგონაო - ბატონიც რომ დაქლიავებული გყავდა, ეგ იმის ბრალია, ქართველო!


რა გაათეთრებს ყორანსა, რაც გინდა ხეხო ქვიშითა - ეტყობა ბევრჯერ გაქვს მონასინჯი, ქართველო!


რასაც ვერ შესწვდები, ნუ შეეწოდები - კიბე მიადგი, კიბე! აკი შენ არ თქვი „ხერხი სჯობია ღონესაო“?


ქვევრს ჩავძახე – ამომძახა: სულელო, ნუ მაწუხებო - ეგ ჩასძახე, ქართველო?


მგზავრის დგომა - ცდომააო - კაცო, ურმების მოძრაობის გრაფიკი რომ დაარეგულირო და დაიცვა, ვერა?


ცეცხლი თივაში არ დაიმალება - ვინც ეგ სცადა ჯერ ის მანახა და მერე ისა, იმის განაკეთები სიბრძნედ რომ დაუტოვა მადლიერ შთამომავლობას!


წინა კაცი უკანა კაცის ხიდიაო - აბა უკან მიიხედე, მოგყვება ვინმე, ქართველო?


ჩემს იქით თოფი გინდა კუნძს მოხვდეს და გინდ კაცსაო - მერე და, ის კაცი წინა კაცად რომ დაგჭირდეს, ქართველო? ხიდზე ვეღარ გადასულხარ და ეგაა!




83 views

Comments


bottom of page