top of page
  • Writer's picturegigitevzad

გიგი თევზაძე. ათი წერილი მკითხველს მონობისა და ჩვენ შესახებ

ეს წიგნი "ათი წერილი მკითხველს თავისუფლებისა და ჩვენ შესახებ" გაგრძელებაა.


ავტორი ჰყვება, რას ნიშნავს მონობა და მონობის საზოგადოება; როგორ ვიბადებით ფიზიოლოგიურად თავისუფლებისკენ მსწრაფი და სოციალურად მონები; რა ხდება შემდეგ იმ საზოგადოებაში, რომელშიც ვიბადებით: გარდაიქმნება თავისუფლების ფიზიოლოგია სოციალურ თავისუფლებად, თუ სოციალური მონობა ფიზიოლოგიურ მონობად;


რატომ და როგორ ახდენს მონობის საზოგადოება აგრესიის და ძალაუფლების ადგილების შეთავაზების წარმოებას და კვლავწარმოებას, სურვილების წარმოების და კვლავწარმოების ნაცვლად;


და ბოლოს, რატომ არის შეცდომა საზოგადოების ბაზისურ ურთიერთობებად მიგვაჩნდეს ეკონომიკური ურთოერთობები, როგორ და რატომ ჰგავს ის მათემატიკას და რა არის "რეალურად" ის ძირითადი და აბსოლუტური ურთიერთობა, რაზეც ემყარება ნებისმიერი საზოგადოება; ავტორის აზრით და მსჯელობიდან გამომდინარე, რასაკვირველია.


წაიკითეთ წერილები აქ:

https://5160a234-41a6-49cb-a4d8-372b00b8b368.filesusr.com/ugd/1b8510_bb0fb850db1f4ad0b948818507241cd4.pdf


წიგნის უფასო ე-ვერსიები და ქაღალდის წიგნის შეკვეთის შესაძლებლობა ნახეთ აქ:


https://www.criticallog.org/blank


362 views
bottom of page