ყველა ქართველმა თუ არა, უმეტესობამ მაინც იცის დიმიტრი უზნაძის სახელი და რომ მას აქვს განწყობის თეორია. უზნაძემ განწყობის თეორიის პირველი მონახაზი 1928 წელს გამოაქვეყნა. ეს თეორია სუსურუკუში და მის საზღვრებს გარეთაც საკმაოდ პოპულარული იყო მე20 საუკუნის 50 წლების ბოლომდე. შემდეგ, მისმს პოპულარობამ დაიკლო და დღეს მხოლოდ საქართველოში ფსიქოლოგებს, ხოლო საზღვარგარეთ ფსიქოლოგიის ისტორიკოსებს თუ ახსოვთ და კითხულობენ/მუშაობენ მასზე.
მაგრამ, იმსახურებს თუ არა უზნაძის განწყობის თეორია ასეთ დავიწყებას/გაისტორიულებას? ვფიქრობ, რომ არა. მოვყვეთ თავიდან: როდესაც უზნაძე განწყობის თეორიაზე მუშაობდა/ფიქრობდა, პრობლემა, თუ რა არის ის ერთიანობა ადამიანის ცნობიერებაში, ფსიქიკაში რაც მის გარკვეული ტიპის ქმედებას აპირობებს, ფართოდ იყო გავრცელებული ევროპაში და ამერიკაში. ეს იგივე პრობლემაა, რაზეც მე19 საუკუნეში და მე20 საუკუნის დასაწყისში ფროიდი და იუნგი შეეცადნენ ეპასუხათ: რა განასხვავებს ადამიანების ქცევებს ერთი და იგივე გარემოში, ანუ, რატომ იქცევიან ადამიანები სხვადასხვანაირად ერთი და იგივე გარემო პირობებში. თუმცა, ვერც იუნგის და ვერც ფროიდის თეორიებმა ვერ მოიპოვა ექსპერიმენტალური დადასტურება. ამიტომ, ევროპის და ამერიკის ფსიქოლოგებისათვის კვლავ აქტუალური იყო ამ კითხვაზე პასუხი და მით უმეტეს, ამ პასუხის ექსპერიმენტალური სიცხადე.
უზნაძის პასუხი ამ კითხვაზე იყო: განწყობა. ანუ, უზნაზემ ამ ფსიქიკურ პროცესს განწყობა დაარქვა. უზნაძის მიხედვით ადამიანები წინასწარგანწყობილები არიან ყოველი კონკრეტული ქცევის განხორციელებისთვის და ეს წინასწარი განწყობა უშუალოდ კონკრეტული ქცევის გარემოდან კი არ მომდინარეობს, არამედ უკვე მათშია, სწავლით, აღზრდით, მათ ცხოვრებისეული კონკრეტული გამოცდილებით განპირობებული. ანუ, უზნაძე ამბობდა, რომ გარემოში ყოველ კონკრეტულ ხდომილებაზე ადამაინი კი არ რეაგირებს, როგორც სუფთა დაფა, არამედ, უკვე გამომუშავებული, ჩამოყალიბებული განწყობის მიხედვით. უზნაძემ ამ თეორიის შესაბამისი ექსპერიმენტებიც ჩაატარა, რითაც დასაბუთა როგორც განწყობის გამომუშავების შესაძლებლობა, ასევე, ამ განწყობის გარემოს გაზომვადი პარამეტრების (ანუ, ‘რეალობის“) წინააღმდეგ მუშაობაც (ესეც უმეტესობამ იცის: თვალახვეულ ცდისპირს აძლევენ ერთი ზომის ბურთებს გარკვეული დროის განმავლობაში, ხოლო შემდეგ, როდესაც ამ ბურთებს ანაცვლებენ სხვადასხვა ზომის ბურთებით, ცდისპირი მათ კვლაც ერთი ზომის ბურთებად აღიქვამს). გარდა ამ ექსპერიმენტისა უზნაძემ კიდევ ბევრი ექსპერიმენტი ჩაატარა და გაზომა განწყობის მუშაობა სხვადასხვა ვითარებებში, მათ შორის, სხვადასხვა აშლილობების შემთხვევებშიც.
ამ ყველაფერს განწყობის შესახებ, რაც ზემოდ მოიყევით, თანამედროვე სოციალური მეცნიერების ენაზე იდენტობა ჰქვია: იდენტობა არის ის, რაც აპირობებს კონკრეტული ადამიანის, ისევე, როგორც ადამიანთა ჯგუფებს კონკრეტულ მოქმედებას/გარემოზე რეაქციას და ხშირად მოქმედებს ობიექტურად გაზომვადი და ხელშესახები ინდიკატორების/პარამეტრების საწინააღმდეგოდაც. შესაბამისად, უზნაძე პირველი იყო, ვინც იდენტობის ფსიქიკური მოცემულობა ემპირიულად გამოიკვლია და ადამიანის პიროვნების მაკონსტრუირებელ ფაქტორს/თვისებას ესპერიმენტალური დასაბუთება/გამოხატვა დაუდგინა. მგონი ამ მხრივ უზნაძე ჯერაც შეუცვლელია.
თუკი ასეა, მკითხავთ თქვენ, რატომ არ არის უზნაძე დღეს უზომოდ პოპულარული მსოფლიოში? იდენტობის კვლევა ხომ ერთ-ერთი მნიშნველოვანი კვლევაა, რომელიც მიმდინარეობს სოციალურ მეცნიერებებში?
საქმე იმაშია, რომ მე20 საუკუნის 50იან წლებში სოციალურ მეცნიერებაში ერიკ ერიკსონმა შემოიტანა ცნება იდენტობა, რომელიც აღწერდა იგივეს, რასაც განწყობა, მაგრამ დაკავშირებული იყო პიროვნების კრიზისთან („იდენტობის კრიზისი“ - ერიკსონის წიგნის სათაური). ერიკსონი აკავშრებდა იდენტობის კრიზისს ბავშვობაში გადატანილ ტრავმებთან, ბიოგრაფიებთან. ამიტომ, ეს კარგი გზა აღმოჩნდა ამ ცნების და მიდგომის პოპულარიზაციისათვის ფსიქოანალიზის ქსელების გავლით. თუმცა, ერიკსონს არ უპოვია იდენტობის კონსტუირების ექსპერიმენტული საფუძვლები, რაც უზნაძემ გააკეთა.
იმისათვის, რომ ძალიან არ გადაგღალოთ მსჯელობით, აქვე გთავაზობთ უზნაძის ტექსტებს „განწყობის ფსიქოლოგიიდან“, სადაც სიტყვა „განწყობა“ ყველგან ჩავანაცვლე სიტყვა „იდენტობით“:
„ჩვენ დავრწმუნდით, რომ სანამ ცოცხალი არსება საზოგადოდ რაიმე მნიშვნელოვან ქცევას ჩაიდენდეს, იგი უკვე მანამდეა ისე მოდიფიცირებული, რომ მან სწორედ ეს ქცევა უნდა ჩაიდინოს. _ სხვანაირად ასეც შეიძლებოდა გვეთქვა: სანამ ცოცხალი არსება რაიმე ქცევას მიმართავდეს, მას უკვე მანამდე აქვს ეს ქცევა იდენტობის სახით მოცემული“.
„საბოლოოდ ისე უნდა წარმოვიდგინოთ: მოთხოვნილების დაკმაყოფილების იმპულსით ამოქმედებულს ცოცხალ არსებაზე გარემო იწყებს ზემოქმედებას და მასში სიტუაციის შესაფერის გარკვეულს მთლიან ცვლილებას, გარკვეულ იდენტობას იწვევს. ამიერიდან ასე შეცვლილს, გარკვეული იდენტობის მქონე სუბიექტს, რასაკვირველია, მხოლოდ თავისი იდენტობის შესაფერისი პროცესებისა და აქტების წარმოება შეუძლია. ამისდა მიხედვით, მისი ქცევა, ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით, ყოველ მონაცემ მომენტში მისი ამათუიმ იდნეტობის რეალიზაციად უნდა ჩაითვალოს“.
„განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ იდენტობის ცნებაში ორივე კარდინალური მომენტია მოცემული, რომელიც კონკრეტული ფსიქოლოგიის ასაგებად და, მაშასადამე, სხვათა შორის, პედაგოგიკის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლადაც აუცილებლად არის ცნობილი _ პიროვნების მომენტი და პრაქტიკის მომენტი. Ⴋართლაცდა, იდენტობა მთლიანობითი ბუნების ფაქტია, იგი აქტიური სუბიექტის, როგორც მთელის, დახასიათებაა. Ⴋაგრამ იმავე დროს იგი ამ აქტიური სუბიექტის სამოქმედოდ მზადყოფნასაც ნიშნავს. Ⴋაშასადამე, იდენტობის ცნებაში, ორივე მომენტი ერთად იგულისხმება მოქმედებაც და აქტიური პიროვნებაც. აქედან ცხადია, რომ იდენტობის ფსიქოლოგიისათვის პიროვნებისა და აქტიობის ანუ მოქმედების ცნება პრინციპულად არის ურთიერთთან დაკავშირებული და მისთვის თავისთავად იგულისხმება, რომ ნამდვილ მეცნიერულ ფსიქოლოგიაში ორივე ეს ცნება _ პიროვნება და მოქმედება _ ფუძემდებელ როლს ასრულებს“.
დამეთანხმებით, ამ ჩანაცვლებით უზნაძის ტექსტი ძალიან გასაგები და საჭირო ხდება და რაც მთავარია, ბევრ ახალ რამეს ვიგებთ იდენტობაზე, იდენტობის ფსიქიკურ და ქცევით საფუძვლებზე, რაც ძალიან გვაკლია დღეს სოციალურ მეცნიერებაში.
ამიტომ, ჩაანაცვლეთ უზნაძის ტექსტებში „განწყობა“ „იდენტობით“ და იკითხეთ: ბევრ საინტერესო და ახალს აღმოაჩენთ თქვენთვის. ამიტომ იყო მნიშნველოვანი უზნაძესთვის პედაგოგიკა: ის ცხდად ხედავდა, რომ ბავშვობის პერიოდში მუშავდება ძირითადი და ხანდახან დაუძლეველი იდენტობა, რომელიც წარმართავს ადამიანის ცხოვრებას, ხშირად, შესაძლებელია კატასტროფისკენაც.
და ბოლოს, ამ ტექსტის სათაურის მეორე ნაწილს მივადექით: იმიტომაცაა საქართველოში ამდენი პრო-რუსი, ამდენი რუსეთისადმი სანქციების მიერთების მოწინააღმდეგე, ამდენი პრო-სუსურუკისტი და ა.შ: მათ ეს იდენტობა, რომელიც მათ აიძულებს ასე მოიქცნენ, ბავშვობაში, ძირითადათ სკოლებში შეუქმნეს; დღესაც, ჩვენს სკოლის სახელმძღვანელოებს რომ ჩახედო, ბევრ ადგილს ნახავთ, რომელიც ასეთი იდენტობების შექმნას ემსახურება. ამიტომ, ეს ადამიანები იქცევიან იმის საპირისპიროდ, რასაც რეალობა აწვდის: იმ იდენტობის მიხედვით, რაც მათ სკოლებში და მიკრო-საზოგადოებებში გამოუმუშავეს („რუსეთი იგებს ომს უკარაინაში“, „რუსები ჰუმანურები არიან“, „რუსები ჭეშმარიტი მართლმადიდებლები არიან“, რუსებმა გადაგვარჩინეს“ და ა.შ.). როგორც უზნაძე იტყოდა, ეს ადამიანები, რაც არ უნდა საწინააღმდეგო ფაქტებს შეხვდენენ, მათი ქცევა უკვე განსაზღვრულია იმ იდენტობით, რომელიც მათ უკვე აქვთ.
Comments