Search
  • gigitevzad

გიგი თევზაძე. COVID-19ის ჰაპლოგეოგრაფია: ჰიპოთეზა (გაგრძელება)

Updated: Apr 26

წინა ბლოგში მოგიყევით, რატომ შეიძლება ვიფიქროთ, რომ G ჰაპლოტიპის მატარებელ პოპულაციაში რაღაც ტიპის იმუნიტეტი, ან, იმუნიტეტისადმი მიდრეკილება არსებობს, რომელიც წარმატებულად ეწინააღმდეგება ვირუსებს და ბაქტერიებს.


დღეს, ბოლო წლების პოპულაციური გენეტიკის კვლევებზე დაყრდნობით, კიდევ ერთი ვარაუდი მინდა გაგაცნოთ:


დავიწყოთ ოდნავ შორიდან:


როდესაც პოპულაციური გენეტიკის კვლევები აქტიურად დაიწყო, ერთ-ერთი ამოუხსნელი ამოცანა იყო თანამედროვე ევროპელების გენეტიკური სტრუქტურის მეოთხე მდგენელის ამბავი: ცნობილი იყო, ევროპელები არიან სამი ძირითადი პოპულაციის შთამომავლები: ადგილობრივი მონადირეების, შუა აღმოსავლეთის მოწათმოქმედების და იმ პოპულაციის, რომელიც ბრინჯაოს ხანაში ევროპაში აღმოსავლეთიდან მივიდა (https://www.bbc.com/news/amp/science-environment-34832781).


2015 წელს, საქართველოში აღმოჩენილმა დნმ-მა გაარკვია, თუ რა იყო თანამედროვე ევროპული პოპულაციის მეოთხე მდგენელი: ცნობილია, რომ თანამედროვე ევროპელების გენეტიკური სტრუქტურის დიდი წილი შეადგინეს ახლანდელი რუსეთის და უკრაინის სტეპებიდან შესულმა იამნაიას ხალხმა, როგორც ამბობენ, მომთაბარე, მეჯოგე, მეტალზე მომუშავე ტომებმა. მათ იმდენად შეცვალეს ევროპის მოსახლეობის გენეტიკური სტრუქტურა, რომ, მაგალითად, მათი გენები ნორვეგიელების გენების 50%-ს შეადგენენ.


მაგრამ, აღმოჩნდა, რომ იამნაიას ხალხიც ნარევია: ნახევარი - კარგად ცნობილი ევროპელი მონადირე შემგროვებლებისგან არის, მაგრამ მეორე ნახევარი - აშკარად შუა აღმოსავლეთის მიწათმოქმდების ნათესავები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ, ასევე აშკარად - მათგან განსხვავებულები.


ჰოდა, საქართველოში მოპოვებული სინჯების (13 300 და 9 700 ასაკის) ანალიზით აღმოჩნდა, რომ იამნაიას მეორე ნახევარი - საქართველოს დღევანდელ ტერიტორიაზე მცხოვრები მონადირეები იყვნენ (https://www.nature.com/articles/ncomms9912), რომლებიც, შეერიენ ევროპელ მონადირე-შემგროვებლებს და შექმნეს იამნაიას კულტურა დაახლოებით 5-6 000 წლის წინათ. სხვათა შორის, იამნაიას ხალხს „ბრალდება“ ინდოევროპული ენების შეტანა ევროპის დღევანდელ ტერიტორიაზე.


ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა, იკითხავთ თქვენ, მაგრამ რა შუაშია ვირუსების და ბაქტერიების საწინააღმდეგო იმუნიტეტი?


ყველაზე საინტერესო ახლა იწყება:


საქმე იმაშია, რომ მანამ, სანამ იამნაიას ხალხი ევროპის ტერიტორიას შეუდგებოდა, ეს ტერიტორია მჭიდროდ იყო დასახლებული G ჰაბლოტიპის მქონე პოპულაციით. რატომ მოხვდა G ჰაპლოტიპის მატარებელი პოპულაცია ევროპის ტერიტორიაზე უმცირესობაში და ჩანაცვლდა თანამედროვე ტიპის ევროპელებით (იამნაიას ხალხის დიდი ხელშეწყობით), გაურკვეველია: თუმცა, რამდენიმე ხნის წინ, მკვლვარებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ რომ ეს პოპულაცია შავმა ჭირმა გაანადგურა. მათ აღმოაჩინეს შავი ჭირის კვალი 4900 წლის წინანდელ საფლავში (https://www.nature.com/articles/478444a). ამ კვლევას ჰყავს სკეპტიკოსები (https://www.nature.com/articles/d41586-018-07673-7), მაგრამ, თუკი დავუშვებთ, რომ ეს ჰიპოთეზა მართალია, მაშინ მეტ-ნაკლებად მწყობრი სურათი იხატება:


G ჰაპლოტიპის ხალხი მოდებული იყო ევროპის და მათ შორის, საქართველოს დღევანდელ ტერიტორიას. ამ ჰაპლოტიპის მატარებელ ხალხს უკავშირდება მიკენური კულტურა, წინა-ბერძნული ცივილიზაცია, და ასევე იდეა, „ადრე სულ ქართველები ვიყავით“ J. ის იამნაიას კულტურის შემადგენელი მონადირეები, როგორც ჩანს, ამ G-ების მიერ შევიწროებული, ძირითადათ რუსეთის და უკრაინის დღევანდელ ტერიტორიაზე არსებულ სტეპებში გადანაცვლდნენ და იამნაიას ხალხის შექმნაში მიიღეს მონაწილეობა.


თუკი შავი ჭირი მართლაც გაჩნდა G ჰაპლოტიპის პოპულაციის ევროპაში, სავსებით შესაძლებელია, რომ ამ ჭირმა დახოცა მაცხოვრებელების უმეტესობა და ამით, იამნაიას ხალხის შესვლა უბრალოდ გაადვილდა. ისიც საინტერესოა, რომ იანმაიას სამარხებშიც ნაპოვნია შავი ჭირის კვალი (https://www.cell.com/cell/fulltext/S0092-8674(15)01322-7).


ჰოდა, ვფიქრობ, სავსებით შესაძლებელია, რომ იმ განადგურებულ G ჰაპლოტიპის მატარებელ ხალხში გადარჩნენ ისინი, ვისაც რაღაცის გამო, იმუნიტეტი, ან იმუნიტეტის გამომუშვებისკენ გენეტიკური მიდრეკილება ჰქონდა. და ასევე, რაღაც უცნაური გარემოებების დამთხვევით, ეს ადამიანები, ყველაზე მჭიდროდ დასახლებულები კავკასიის ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ.



1,386 views