ნინი ჭაჭია: #პირისპირ_რუსები_საქართველოში


#პირისპირ_რუსები_საქართველოში


თითქმის 1 თვეა (4 დღე აკლია თვემდე) უკრაინა იბრძვის სამყაროში თავისუფლების შენარჩუნებისათვის. ეს ჩემი ამბავი უკრაინის ომზე არ იქნება, თუმცა იმედია თავისუფლების მოყვარულ ადამიანებს დააფიქრებს ბევრ საკითხზე.



ბევრი ჩვენთაგანი აღფრთოვანებულია უკრაინელი ხალხის მებრძოლი სულით და თავდადებით. სამყაროს მამაცი წარმომადგენლები მოხალისეებად მიდიან თავისუფლებისათვის ბრძოლაში თავისი წვლილის შესატანად, ზოგიც თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ჰუმანიტარული დახმარების კამპანიაში ერთვება.

ამ თეთრ ფურცელზე მხოლოდ ერთ საკითხზე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო. უკრაინაში დაწყებული ომისა და თავისუფალი სამყაროს მიერ რუსეთისათვის დაწესებული სანქციების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებმა გადაწყვიტეს „თავი შეაფარონ“ საქართველოს.



ძალიან მიხარია, როდესაც ვხედავ ქართველების წინააღმდეგობას რუსების შემოშვებასთან დაკავშირებით, რადგანაც რუსეთი ჩვენი მტერია და თუ არ მეთანხმებით, ეხლავე შეწყვიტეთ ამ ტექსტის კითხვა, მაინც ვერაფერს გაიგებთ. ასევე თუ ორი რუსეთის - კეთლის და ბოროტის - გჯერათ, დახურეთ ეს გვერდი და არასოდეს მოუბრუნდეთ აქაურობას, თქვენთვის საინტერესოს ვერაფერს ნახავთ აქ.



მოდიც ცოტა ფართოდ შევხედოთ თანამედროვე სამყაროს და მის გამოწვევებს. ტექნოლოგიებმა და ინტერნეტის განვითარებამ დიდი ცვლილებები შეიტანა ადამიანების ცხოვრებაში. სამყარომ სწორედ ამის დახმარებით შეძლო განვითარების აჩქარება, თუმცა ამაზე ყურადღებას არ გავამახვილებ. სხვა დროს დავწერ ტექნოლოგიების განვითარების მნიშვნელოვნებაზე. აქ ყურადღება მინდა გავამახვილო ერთ რამეზე, რაზედაც სამწუხაროდ ადამიანების უმეტესობა არ ფიქრობს და უმსჯელობების გამო არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს.



პირველი რაზეც მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ, არის ციფრული სამყარო, სადაც გვგონია რომ ყველაზე დიდი თავისუფლებაა, დაცულები ვართ და მხოლოდ ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული რა ინფორმაციას შევარჩევთ. ძალიან მეცინება როდესაც ამაზე მიწევს საუბარი, თუმცა ბოლო ხანებში საჭირო გახდა აშკარად. განსაკუთრებით ისეთი ადამიანებისათვის, რომელებიც თითქოსდა უნდა ერკვეოდნენ ციფრული სამყაროს მოწყობაზე.



ციფრული სამყარო ალგორითმებით მუშაობს - ამაზე არავინ დაობს, ხოდა თუ ალგორითმებით მუშაობს და თქვენს ინტერესებს, ციფრულ სამყაროში თქვენი მოძრაობის შესაბამისად ცხოვრებას გიიოლებთ და სწორედ თქვენთვის საინტერესო თემებს გაწვდით ეს ხომ გახსოვთ კარგად და ამიტომ იქნებ გარდა სოციალურ ქსელებში არსებული თქვენი ინტერესებისა, საძიებო სისტემაც გამოიყენოთ და ისე მიიღოთ ეს ინფორმაცია? ეს მარტივი იარაღი საშუალებას მოგცემთ ანალიტიკურად, კრიტიკულად შეხედოთ თქვენს საინფორმაციო ველში არსებულ შინაარსებს და ბევრად უფრო ეფექტურ დასკვნებს გამოიტანთ. თუმცა ამ ამბის შესახებაც სხვა დროს დავწერ უფრო მეტს. ეს ამბავი მხოლოდ იმისათვის გამოვყავი დღეს, რათა რუსული კომპანიების, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, ასევე რუსული აპლიკაციების გამოყენებაზე დაგაფიქროთ. რუსული აპლიკაციების, ელექტრონული ფოსტის, პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებისას (აქ მათ შორის ბუღალტრული პროგრამა 1ს-იც, ანტივირუსი კასპერსკიც, იანდექს ტაქსიც და ა.შ. იგულისხმება), თქვენ თქვენი ნებით ჩვენს მტერს აძლევთ სრულ ინფორმაცის თქვენი ცხოვრების, ბიზნესის, ინტერესების, შემოსავლების შესახებ და მერწმუნეთ, თუკი რაიმეში დასჭირდება ეს ინფორმაცია, ის ამას აუცილებლად გამოიყენებს. დაფიქრდით ჰიბრიდული ომების ტექნიკებზე. აქ ერთ ამბავს შეგახსენებთ, რომ არც ერთი რუსული ბიზნესი არ მუშაობს რუსეთის მმართველის პოლიტიკური ნების გარეშე. იმედია ამაზეც არ ვიდავებთ. ანუ გამოდის რომ წინა საუკუნეებში და ციფრული სამყაროს განვითარებამდე სპეცსამსახურებს ბევრად მეტი შრომა ესაჭიროებოდათ ინფორმაციის შესაგროვებლად, ვიდრე ეხლა. რადგანაც ჯერჯერობით ცოტა ადამიანი ფიქრობს ამ ციფრული სამყაროს მოწყობის შესახებ და თავისუფალ, უსაფრთხო სივრცედ მიიჩნევს, სადაც მტერი მხოლოდ ვირტუალურია.



ეხლა კი მთავარზეც გადავიდეთ - ე.წ. „რუსი ლტოლვილები“.

საიდან მოვიდა რუსების ლტოლვილებად გამოცხადება ეგ სხვა ისტორიაა, ან უმეცრების ან პროპაგანდის ნაწილად მივიჩნიოთ. თუმცა მნიშნელოვანი საკითხია რა ესაქმებათ აქ რუსებს? რატომ მაინცდამაინც საქართველო? თან პროგრამისტები და აიტი სპეციალისტები ვართო, ბიზნესის წარმოებას ვაპირებთო ინტერვიუებში ამბობენ. ასევე უნდა შეგახსენოთ, რომ უკრაინაში ომამდე 1.5 წლით ადრე ინტენსიურად დაიწყო რუსების გადასვლა უკრაინაში ოჯახებით, არავის ეტყობოდა რაიმე აგრესიულობა და ა.შ. ისტორიას არ მოვყვები, უბრალოდ გადახედეთ არაქართულ, საერთაშორისო ან უკრაინულ ამბებს და ამოიკითხეთ რამდენი გამყიდველი, ნაძირალა ადამიანი დაიჭირეს და იჭერეს, მათ შორის საკმაოდ ასაკონვებით, რომლებიც ნიშნავდნენ სხვადასხვა დანიშნულების შენობებს რუსებისათვის დასაბომბად. აქვე აღვნიშნავ, რომ დარწმუნებული ვარ უკრაინა დაამარცხებს რუსს იმპერიას, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა.


ზოგადად ურთიერთობა და პასუხისმგებლობა ორმხრივი უნდა იყოს, ჩვენ ჩვენი სახელმწიფოსაგან დაცვას, მხარდაჭერას, კეთილდღეობას და თავისუფლებას მოვითხოვთ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ცუდი მთავრობა გვყავს, ეს მოთხოვნილება ხომ გვაქვს ქვეყნის მმართველების მიმართ. მეორეს მხრივ ჩვენ რას ვაკეთებთ იმისათვის რომ ეს ჩვენი მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული იყოს? განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყნის მთავრობა ჩვენს საზიანოდ მოქმედებს?

ვფიქრობ დროა თითოეული ჩვენთაგანი დაფიქრდეს რა შეუძლია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის, ნათელი მომავლისათვის გააკეთოს და ისე ვიმოქმედოთ. გავხდეთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების რიგითი დამცველები.


რამდენიმე შეკითხვა და რამდენიმე შეხსენება!


გაიხსენეთ 90იანი წლები - ოკუპირებული აფხაზეთი, 2008 წელი - ოკუპირებული ცხინვალი და თან რამდენად გიყვართ თქვენი ქვეყანა. ამ რუსების შემოშვებით, თუ არ გჯერათ რომ თქვენი უსაფრთხოება ირღვევა, ღირსების შეგრძნებაც გაგიქრათ?

ანუ თქვენს ქვეყანაში ოკუპანტების შემოშვებით, ბინის მიქირავებით თქვენ ხომ თქვენზე მოძალადეს თქვენს სახლში, თქვენს პირად სივრცეში უშვებთ.


ჩემთვის იგივეა ადამიანმა გაგაუპატიუროთ და ამ ადამიანის ნათესავი 10 წლის შემდეგ გაღიმებული შემოვიდეს თქვენს სახლში, ისე თითქოს არაფერი მომხდარა. შინდისის გმირები, რომლითაც ამაყობთ დაგავიწყდათ? ანწუხელიძე? თუ ამ გმირების შესახებ მხოლოდ სოციალური ქსელების პოსტებში გინდათ პატივისცემა და მადლიერება გამოხატოთ?


რუსი ლტოლვილები რას გამოექცნენ, რეჟიმს? - ეს რეჟიმი ხომ 2008შც იგივე იყო როდესაც საქართველოში ომი დაიწყო, 2014ში როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო და სანქციებამდეც. მანამდე სად იყვნენ? ეს რუსები ლტოლვილები კი არა დისკომფორტის შეუგუებლები არიან და ამიტომ გადმობარგდნენ საქართველოში და ურცხვად ამბობენ არ ვიცით რომ 2008ში ჩვენმა სახელმწიფომ ოკუპირებად გააკეთა თქვენი ქვეყნისო. სახეში გიყურებენ, გატყუენებ, მოგიხმარენ და გამცირებენ ამით.



ან დავუშვათ ეს ე.წ. ლტოლვილები „კარგი რუსები“ არიან, რატომ არ ამბობენ მაშინ რუსეთის ქვეყნის მოქალაქოებაზე უარს? რატომ არ გამოდიან აქ, თავშეფარებულ ქვეყანაში და არ აპროტესტენებ რუსეთის რეჟიმს, რატომ არ დგანან და არ აგროვებენ ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინელი ხალხისათვის, რატომ არ ხსნიან საქველმოქმედო ანგარიშებს რეალური ლტოლვილებისათვის, აქ ხომ ბევრი რუსი დიდი ხანია ბიზნესს აწარმოებს და მეწმუნეთ, ჩემს უბანში, სოლოაკში ყოველი მეორე ბარი, რესტორანი და კლუბი რუსების ბიზნესია.


ამიტომ, მოდით დაფიქრდით სანამ მიმღებლობაზე, სტუმარმასპინძლობაზე და მსგავსს საკითხებზე დაიწყებთ ბალადების წერას, რას აკეთებთ და რა საფრთხეების წინაშე აყენებთ თქვენს, ჩვენს ქვეყანას. განსაკუთრებით მაშინ როდესაც ჩვენი მთავრობა ამ მიმართულებით თავს იყრუებს.


ბოლოს გიტოვებთ გალაკტიონის სიტყვას:


მტერს უნდა სძლიო,

რომ გული დალბეს,

გზად გამოშუქდეს

ნათელი სვეტი.

ვერ გადალეკავს

მტერთა სიყალბეს

ვერარა ძალა -

სიკვდილის მეტი!


გახდი შენი ქვეყნის უსაფრთხოების რიგითი დამცველი!

არ დაუთმო რუსებს შენი პირადი სივრცე!

გახსოვდეს, რუსეთი მტერია!

არ არსებობს 2 რუსეთი!

93 views0 comments