top of page

ნინი ჭაჭია: ჩაიფიქრე და ასრულდება; აფირმაცია



აფირმაცია - საკუთარი რწმენა-წარმოდგენების, განწყობის, რესურსების და მიზნების მართვის ტექნიკა


დღეს, მინდა ერთ ჯადოსნურ ტექნიკაზე მოგიყვეთ. თუმცა, ალბათ აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ამ ტექნიკაში ჯადოსნურს ვერაფერს დაინახავენ, მაგრამ ალბათ ეს მათი გადასაწყვეტი საკითხია და ამაზე ახლა მსჯელობა ნამდვილად არ ღირს. მე ძალიან მიყვარს სამყაროში რაიმე ჯადოსნურის და ზღაპრულის დანახვა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს რომ ფერიების და ჯადოქრების ლოდინში დროს ვკარგავ. არა, პირიქით, ჩემი ჯადოსნური და ზღაპრული შეგრძნებების მთავარი მოქმედი მე ვარ და სწორედ ამაშია ჩემთვის ამ მისტიურობის ხიბლი.


ყველას გვაქვს სანუკვარი ოცნებები და მიზნები, რაღაც ამოცანები და ალბათ, დიდი სიამოვნებით მივიღებდით ჯადოქრების დახმარებას. თუმცა დღეს მინდა ჯადოსნური ტექნიკის პირველ ნაბიჯებზე მოგიყვეთ, რომელსაც მე ყოველდღიურდ ვიყენებ და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ეფექტურია.


ამ ტექნიკას აფირმაციები ეწოდება. თვითონ სიტყვა ლათინური სიტყიდან მოდის affirmatio, რაც დადასტურებას გულისხმობს. მარტივი სიტყვებით, რომ ავხსნა, აფირმაცია არის პოზიტიურად ფორმულირებული, მტიკეცბულებითი ფორმით და ემოციურად დატვირთული წინადადება, რომელიც ორიენტირებულია საკუთარ თავზე ანუ მეზე. შეიძლება ვთქვათ, რომ აფირმაცია არის ჩვენი რწმენა-წარმოდგენები ჩვენსა და სამყაროს შესახებ.


ანუ, შეიძლება ვთქვათ, რომ აფირმაცია არის საკუთარი განყობის, ცხოვრებისეული ემოციური ფონის და საკუთარი თავის რწმენა-წარმოდგენისის მომტანი ტექნიკა.

მოდით, ახლა ავხსნი როგორ მუშაობს ეს ტექნიკა და დაგარწმუნებთ, რომ არავითარი ჯადოსნური ინგრიდიენტების მოძიება და 9 მთის და 9 ზღვის გადალახვა არ დაგჭირდებათ ამ ტექნიკის გათავისებისათვის.


„განწყობა არის სუბიექტის მთლიანი მდგომარეობა, რომელიც გამოხატავს მის მზაობას კონკრეტული ქცევის შესასრულებლად.“ მეცნიერულად დამტკიცებულია ფაქტი, რომ წინასწარ შექმნილი განწყობის მიხედვით ადამიანში ირთვება ყველანაირი რესურსი და მხოლოდ მისი გადასაწყვეტია როგორ მიუდგება ამა თუ იმ საკითს, როგორ გადაწყვეტს მას.


აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ადამიანი დღის განმავლობაში მისი მოქმედების 70%-ს ავტომატიზირებულად, ანუ მასში განმტკიცებული ჩვევებით ასრულებს. ადამიანის უნარი ან ჩვევა კი თავის ტვინში გამოცდილების სახით ინახება ემოციის, კონკრეტული მოქმედების და მასთან დაკავშირებული ვიზუალური ხატის გაერთიანებით. (ემოციას დამატებული კონკრეტული მოქმედება და მისი ვიზუალური ხატი). სხვანაირად თუ ვიტყვით, ჩვეული ქცევა ეს არის ადამიანის ტვინში ნეირონული კავშირების უკვე გაკვალული გზა, რომელსაც ის ავტომატურად ასრულებს კონკრეტული მოთხოვნილების/საჭიროების დასაკმაყოფილებლად. ხოლო თუკი ადამიანს უწევს ახალი ქცევის განხორციელება, თავის ტვინში აღმოცენებული იმპულსები ახალი ნეირონული კავშირის შექმნას მოითხოვს. ამ ახალი ნეირონული გზის შექმნისათვის კი საჭიროა ამ ახალი ქცევის განმეორება, რათა ის ავტომატიზმად ჩამოყალიბდეს. ანუ, რაც უფრო მეტ გამეორებას აკეთებს ადამიანი, მით უფრო ძლიერია ნეირონული კავშირი. და ეს ეხება არა მხოლოდ მოქმედებებს, არამედ აზრებსაც, ფიქრებსაც, რომლებიც შემდგომ იწყებენ მატერიალიზაციას. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან გამარტივებული ახსნაა. მაგრამ ამ სახით წარმოდგენილი მარტივი მექანიზმი ასახავს, ​​თუ როგორ მუშაობს პოზიტიური ან უარყოფითი რწმენა-წარმოდგენა.


ნეგატიური, უარყოფითი რწმენა-წარმოდგენებიც ხომ აფიმაციებია, რომლებიც გვიფუჭებენ და გვირთულებენ ცხოვრებას. შემზღუდველი რწმენა-წარმოდგენების მაგალითებს შეგიძლიათ გაენოთ ამ ბმულზე (ვიდეო შემზღუდველი რწმენა წარმოდგენები).


ამრიგად, ნებისმიერი რწმენა-წარმოდგენის განმტკიცებისათვის საჭიროა განმეორება. ამიტომ რესურსულ ანუ აფირმაციის ფრაზებთან მუშაობის დროს საჭიროა მათი ხშირი განმეორება, რათა მოხდეს ნეირონული კავშირების განმტკიცება და წარმოდგენებმა ფესვები გაიდგან სააზროვნო სისტემაში.


პოზიტიური რწმენა-წარმოდგენების შექმნის რეცეპტი, რომლებიც იზიდავს წარმატებასა და ბედნიერებას:


როგორც იცით, კულინარიაში კარგი კერძის მოსამზადებლად საჭიროა პროდუქტების სწორი შერჩევა და მათი შეზავება. ახლა მე შემოგთავაზებთ პოზიტიური რწმენა-წარმოდგენების მომზადების რეცეპტს, რომლებიც პოზიტიურად შეცვლიან თქვენს ცხოვრებას:მათი დახმარებით თქვენ შეძლებთ წარმატებისა და სიკეთეების მოზიდვას თქვენს ცხოვრებაში. ამიტომ, დაუთმეთ მცირე დრო ამ ჯადოსნურ მოქმედებას.

წესი პირველი - ყველაზე მოქმედი (მუშა) პოზიტიური წარმოდგენა არის, რომელსაც თქვენ თვითონ მოიგონებთ, შექმნით საკუთარი თავისთვის, საკუთარი ცხოვრებისეული სიტუაციისათვის ან რაიმე საჭიროებისათვის.


1. წინადადების წყობა უნდა იყოს თქვენი სახელით (მე, ჩემი), ემოციური, პოზიტიური განწყობით;


2. აუცილებლად დაწერეთ ფურცელზე. ამ დროს თქვენი ინფორმაციის მიმღები ყველა არხი კონცენტრირებული იქნება იმ თემაზე, რის ფორმულირებასაც ახდენთ;


3. ყოველ ფრაზას დაუმატეთ ერთი მწიკვი ემოცია. რას იგრძბობთ როდესაც ეს ცვლილებები მოქმედებას დაიწყებენ;


4. ფორმულირება უნდა იყოს მხოლოდ პოზიტიური კუთხით. არ უნდა შეიცავდეს უარყოფით კავშირებს და ნაწილებს. არავითარი „არ“;


5. წინადადება უნდა იყოს მოკლე. რთული და გრძელი წინადადებები გამორიცხეთ;


6. აფირმაციაში უნდა იყოს ერთი გზავნილი. ჯობია შექმნათ ორი დამოუკიდებელი ფრაზა (აფირმაცია), ვიდრე შეეცადოთ რამდენიმეს გაერთიანებას;


7. სხვა ადამიანისკენ მიმართული აფირმაციები არ იმუშავებს. აფირმაციები უნდა იყვნენ თქვენი კონტოლის ზონაში;


8. რწმენაწარმოდგენა უნდა იყოს ფორმულირებული აწმყოში. მაშნაც კი თუ აღმიშნული რესურსი აწმყოში არ გაგაჩნიათ;


9. პოზიტიური რწმენა-წარმოდგენა უნდა გაიმეოროთ ხშირად (დღეში 100ჯერ ყველაზე კარგი ეფექტისთვის). შეგიძლიათ ფურცელზე ჩამოწერილი თან ატაროთ და როგორც კი დრო მოგეცემათ, წაიკითხოთ. აუცილებელი არ არის ხმამაღლა წარმოთქვათ ეს აფირმაციები. წარმოთქმისას და გამეორებისას მნიშვნელობა აქვს იმას, რომ თქვენ უნდა გჯეროდეთ რასაც ამბობთ.


10. სასურველია აფირმაციებთან მუშაობისას არ შეიმუშავოთ ბევრი ერთდროულად. 2-3 აფირმაცია საკმარისია;


იმედი მაქვს ამ ჯადოსნური ტექნიკის გამოყენებას დაიწყებთ და სულ ცოტა ხანში დაინახავთ როგორ იცვლება თქვენი სამყარო.


ერთსაც დავამატებ, თუ თქვენ სკეპტიკურად უყურებთ ამ ინსტრუმენტს, მაინც დაიწყეთ მისი გამოყენება. მიუხედავად თქვენი სკეპტიციზმისა, თუ წესების დაცვით დაიწყებთ აფირმაციების კეთებას, ცოტა ხანში ეს დამოკიდებულება შეიცვლება და თქვენი სააზროვნო სისტემა უფრო ეფექტური გახდება.



მოკლედ რომ შევაჯამოთ, აფირმაცია არის საკუთარი თავის დარმუნება, შთაგონება, წახალისება. ყოველივე ეს კი ადამიანში პოზიტიურ განწობას, მოტივაციას და ენერგიას აღვივებს. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ აფირმაციების გამეორება საქმეს არ უშველის, თუ თქვენ დღის განმავლობაში თუნდაც ნახევარი ნაბიჯით მაინც არ უახლოვდებით თქვენსთვის სასურველ მდგომარეობას. არაცნობიერი მხოლოდ მაშინ იწყებს თქვენს სასიკეთოთ მუშაობას, როდესაც ხედვს, გრძნობს რომ თქვენ სასურველი მიმართულებით მოძრაობთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ცოცხალი სამყარო სულ მოძრაობაშია და სტაგნაცია, გაჩერება სიკვდილს იწვევს. დედამიწაც მოძრაობს და ბრუნავს, ჰაერი რომლითაც ჩვენ ვსუნთქვასთ ჩვენს ფილტვებსა და დიაფრაგმას ამოძრავებს. ფულიც კი მაშინ არის მყარი, თუ მოძრაობს ანუ მასზე მოთხოვნა არსებობს.


P.S. გამოიწერეთ ჩემი იუთუბის არხი, სადაც შესაძლებლობა გაქვთ დეტალური ვიდეოტრენინგების დახმარებით გაიუმჯობესოთ თქვენი პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები - https://bit.ly/2Ri1JFH


ხოლო, აქტიური კონტაქტისა და კომუნიკაციისათვის იმეგორბეთ ჩემთან ფეისბუქზე - https://www.facebook.com/n.chachia



309 views

1 Comment


Giga Razmadze
Giga Razmadze
Jun 03, 2021

რომელიმე თქვენი აფირმაციის ნიმუში (თემფლეითი) რომ დაგეწერათ, უკედ გასაგები გახდებოდა შინაარსი :)

Like
bottom of page