top of page

თვითრეფლექსიის აქსელერატორი - თვითგანვითარების გზამკვლევი

პროგრამა აგებულია პრაქტიკული ფსიქოლოგიის, ქოუჩინგის, სხეულის ენის და NLP ტექნოლოგიების თანამედროვე სისტემებზე და ტაქტიკებზე.

ტრენინგის მიზანია მონაწილეებმა :

·         გაიაზრონ  საკუთარი თავი, თავიანთი რესურსები და პოტენციალი;

·         მიიღონ და შეიყვარონ საკუთარი თავი, აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და გახდნენ საკუთარი ცხოვრების მმართველები;

·         გაიაზრონ თავიანთი ღირებულებები და მიზნები;

·         გაიაზრონ რას ნიშნავს მათთვის წარმატება და განსაზღვრონ ის რესურსები, რაც მნიშვნელოვანია მათი წარმატებისათვის;

·         გაიფართოვონ სააზროვნო სისტემა;

·         შეიმუშაონ და დაგეგმონ საკუთარი მიზნების მიღწევის და ამოცანების შესრულების წარმატებული სტრატეგიები;

·         შეაფასონ გარემო რომელშიც ისინი ცხოვრობენ და ის რესურები, რომლებიც ესჭიროებათ წარმატებისათვის;

·         დროში გაწერონ საკუთარი მიზნების მიღწევის გზები;

რას მიიღებთ ტრენინგის შემდეგ?

გასცემთ პასუხს კითხვებს:

ვინ ვარ დღეს?

როგორი მინდა რომ ვიყო?

რა მინდა?

როდის შეიძლება მივაღწიო ჩემს სურვილს/მიზანს?

რა რესურსები მაქვს და რა მჭირდება წარმატებისათვის და ბედნიერებისათვის?

რა არის ჩემი ძლიერი მხარეები და რა მაქვს განსავითარებელი?

სად მინდა ვიყო 10 ან 20 წლის შემდეგ?

რა გარემოში მიწევს ყოფნა და როგორი გარემო მესაჭიროება განვითარებისათვის?

თემები:

  • რისგან შედგება ადამიანის „მე“;

  • ჩვენი ტვინი - ბიოლოგიური პროცესორი - მისი მუშაობის ალგორითმები და პროგრამირება მიზნების სწორი ფორმულირებისა და წარმატებისათვის;

  • რა განსხვავებაა ჩემსა და წარმატებულ, მილიონერ/მილიარდერ ადამიანს შორის?

  • ხედვა, ღირებულებები და მიზნები;

  • ჩემი სურვილები, სხვისი სურვილები და გარემო;

  • სხეული და მისი ენა;

  • ემოციები;

  • შიშები და ბარიერები;

  • ხვალენდარი და კალენდარი; დრო და ქმედებები;

  • სააზროვნო სისტემის გაფართოების ტექნიკები;

  • ვარ მმართველი თუ მართული?

  • ინდიკატორები, რომლითაც ვაფასებ წარმატებულ სტრატეგიებს;

  • წარმატების მიღწევის სტრატეგიები და ტაქტიკები;

  • თავისუფლება VS მონობა;

  • არასტაბილური, ტურბულენტური გარემო და მე;

 

კურსის ხანგრძლივობა: 6 ჯგუფური შეხვედრა, 1 შეხვედრა 3 საათი; სულ 18 საათი; 3 ინდივიდუალური სესია - თითო სესია 40წთ;

ფორმატი: ინტერაქტიული ჯგუფური შეხვედრა ონლაინ, დატვირთული სავარჯიშოებითა და საშინაო დავალებებით. ინდივიდუალური შეხვედრები მენტორთან სურვილის მხიედვით - ან ონლაინ სესიები ან პირისპირ სესიები;

მონაწილეთა რაოდენობა - შეზღუდული, მაქსიმუმ 12 მონაწილე;

ტრენინგის დასრულების შემდგომ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი;

ტრენერი:  ნინი ჭაჭია 

bottom of page