top of page

გზა იდეიდან კანონამდე

ქავერები.png

კურსის მიზანს წარმოადგენს მსმენელებისთვის წარმოდგენის შექმნა თავისუფლებისა და კანონით მართვის პრინციპების შესახებ. აღნიშნული კურსის ფარგლებში განხილული იქნება რვა მნიშვნელოვანი თემა რომელიც არის სამართლის და საკანონმდებლო პროცესის ევოლუცია. მსმენელებისთვის აქტიურად განხილული იქნება პროცესი, ‘’გზა იდეიდან - კანონამდე’’, რომელიც ამავდროულად გულისხმობს საკონსტიტუციო სამართლის განვითარების ეტაპებს; ასევე, პროცესს თავისუფალი ადამიანების იდეების კანონად ქცევის; კანონის ზოგადი იდეის და საჭიროების შესახებ.

 

•             მსმენელებს მიეცემა შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა დისკუსიებში, რომელიც გაუზრდის თავისუფლების იდეის დაცვის სურვილს და პასუხისმგებლობას;

•             იქნება შინაარსობრივი მსჯელობები და სიმულაციური თამაშები რომელიც მსმენელებს მისცემს შესაძლებლობას კრიტიკულად შეხედონ კანონებს როგორც საზოგადოებაში მომწიფებულ აზრებს;

•             კურსის ფარგლებში განხილული იქნება გზა თავისუფლების დიდი ქარტიიდან - პირველ დაწერილ კონსტიტუციამდე. აღნიშნული ინფორმაცია მსმენელს მისცემს შესაძლებლობას ჩამოუყალიბოს შეხედულებები ადამიანის უფლებების და სახელმწიფო მოწყობის საკითხებთან დაკავშირებით;

•             კურსის მსმენელბთან განხილული იქნება საკითხები: თავისუფლება, სამართლებრივი სახელმწიფოს ცნება და იურიდიული ჩარჩოები;

•             კურსი ‘’გზა იდეიდან - კანონამდე’’ მსმენელს მისცემს შესაძლებლობას სხვადასხვა კუთხიდან შეხედოს სახელმწიფოს დაფუძნების, თავისუფლების და კანონის უზენაესობის იდეის დაცვას. ჩვენი კურსის ფარგლებში რვა წარმოდგენილი თემიდან არცერთი არ იქნება დოგმატური ხასიათის და ის გულისხმობს მსმენელების ჩართვას როგორც დისკუსიაში, ასევე, პროცესის გაანალიზებაში.

პროგრამის განმავლობაში განსახილველი თემები:

  • კანონის ზოგადი იდეა და საჭიროება;

  • კანონი - გააზრებული გამბედაობა;

  • თავისუფლების დიდი ქარტია;

  • ქარტიიდან - კონსტიტუციამდე;

  • თავისუფლების ტალღა;

  • თავისუფლება და სამართლებრივი სახელმწიფო;

  • დასასრული Vs თავისუფლების ახალი ტალღა;

 

 

 

 

ტექნიკური ინფორმაცია პროგრამის შესახებ:

პროგრამა მოიცავს 8  შეხვედრას;

შეხვედრები იმართება კვირაში ერთხელ;

მსმენელთა ასაკი - 13-18 წ.;

შეხვედრის ხანგრძლივობა - 60 - 75 წუთი;

ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა - 15 მონაწილე;

ყოველთვიური გადახდის შემთხვევაში, 4 შეხვედრა - 150 ლარი

ერთიანი გადახდის შემთხვევაში - 250 ლარი;

პროგრამის დასრულების შემდგომ გაიცემა სერტიფიკატი;

 

პროგმამის ავტორი და მენტორი: თენგო თევზაძე

სამართლის დოქტორანტი, სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის აღმასრულებელი დირექტორი.სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი. საარჩევნო სამართლის და  სახელმწიფო შესყიდვების სერთიფიცირებული ტრენერი. საარჩევნო და სახელმწიფო შესყიდვების სამოხელეო სერტიფიკატის მფლობელი. 2015 წლიდან 2017 წლამდე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის სოციალური პროგრამების კოორდინატორი. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საჯარო განხილვების კომისიის წევრი.

საარჩევნო სამართლის, მუნიციპალური სამართლის და სახელმწიფო შესყიდვების კურსის ტრენერი. 10-მდე კვლევის, სტატიის და სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. 10-ზე მეტი ეროვნული და საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე და მომხსენებელი. 5-ზე მეტი უნივერსიტეტის და ინსტიტუტის მოწვეული ლექტორი.

bottom of page