top of page

Pro-TEST და თანხმობა

ქავერები (5).png

     ჩვენ ხშირად ვერთიანდებით საერთო მიზანის მისაღწევად, თუმცა ზოგჯერ არ ვიცით როგორ გავაკეთოთ ეს ეფექტურად. მიზნის მისაღწევად ცვლილების სურვილი და ბრძოლაა საჭირო, თუმცა ეს ფიქრისა და შეთანხმების გარეშე არ გამოვა. ჩვენ ვისწავლით, როგორ მივაღწიოთ თანხმობას მაშინ, როცა ცვლილებები გვინდა.

    მე ვაპროტესტებ მშობლებს, მეგობრებს, ქვეყანას, სამყაროს. მე არ მომწონს! არ მინდა! ცვლილებების დროა! - რამდენჯერ გვითქვამს ეს ფრაზები? რამდენ ჩვენგანს ჰქონია სურვილი ებრძოლა იდეებისთვის, უკეთესი მომავლისა და სამყაროსთვის და რამდენად ხშირად გაგიგიათ ფრაზა: ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო? იქნებ, აქვე ისიც გსმენიათ, რომ ერთი მერცხლის გალობას ათობით და ასობით სხვა მერცხალიც მოჰყვება და ასე ნელ-ნელა გაზაფხულიც დგებაო? დიახ, თუ გჯერათ საკუთარი თავის, გინდათ ცვლილებები, ეძებთ თანამოაზრეებს, ან უბრალოდ, გაინტერესებთ პროტესტის გამოხატვის ფორმებისა და ისტორიის შესწავლა, მაშინ, ეს კურსი თქვენთვისაა. მოდი, ერთად ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ, შევთანხმდეთ და საკუთარი თავის სრულყოფით სამყაროც შევცვალოთ.

 

კურსის “PROTEST   და თანხმობა” გავლის შემდეგ მსმენელს განუვითარდება ქვემოთ ჩამოთვლილი უნარები/შეძლებს:

•             მსჯელობით შეთანხმების მიღწევას;

•             თვითგამოხატვას;

•             განსხვავებულის მიმღებლობასა და ემპათიას;

•             თვითრეფლექსიას;

•             ტრანსფერს: თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას;

•             საკუთარი აზრის არტიკულირებას;

•             თანასწორობისკენ სწრაფვას;

•             იდეებზე ფიქრს და მათ კრიტიკულად გააზრებას;

 

 

ტექნიკური ინფორმაცია პროგრამების შესახებ:

პროგრამა მოიცავს 10  შეხვედრას;

შეხვედრები იმართება კვირაში ერთხელ;

მსმენელთა ასაკი - 14-18 წ.;

შეხვედრის ხანგრძლივობა - 60 - 75 წუთი;

ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა - 15 მონაწილე;

ყოველთვიური გადახდის შემთხვევაში, 4 შეხვედრა online კურსი - 120 ლარი; პირისპირ შეხვედრები - 150 ლარი

პროგრამის დასრულების შემდგომ გაიცემა სერტიფიკატი;

 

პროგმამის ავტორი და მენტორი: თინათინ ქავთარაძე

სოციალურ მეცნიერებათა დოქტორანტი, მკვლევარი, პედაგოგი და ტრენერი. 10 წელია მუშაობს საგანმანათლებლო სფეროში, როგორც უნივერსიტეტებში, ასევე სკოლებსა და  გამომცემლობაში. მუშაობის სფერო: ფილოლოგია, ისტორია და სოციალური მეცნიერებები (პოლიტიკა). ჩატარებული აქვს 50-ზე მეტი ტრენინგი პედაგოგებისთვის და ლექტორებისთვის. არის სახელმძღვანელოსა და სტატიების ავტორი. ამჟამად კითხულობს სხვადასხვა კურსებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა უნივერსიტეტში (“GIPA”) და საერთაშორისო აკადემია ლოგოსში. არის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთა ასოციაციის წევრი, კრიტიკული აზროვნების სკოლის - The School of Critical Thinking მენტორი.

bottom of page