top of page

წიგნიერების და კრიტიკული აზროვნების პროგრამა დაწყებითი და საბაზო კლასების მოსწავლეებისათვის ანუ ერთი ამბით დანახული სამყარო

კურსი მიზნად ისახავს ბავშვებში წარმატებული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელი, ასაკის განვითარების შესაბამისი, ბაზისური უნარების ჩამოყალიბებას და ბავშვის შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას. პროგრამა ხელს უწყობს ბავშვებში ყურადღების, შემეცნების, ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციის, ლიდერობის და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას.

სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოებების და ტექსტები კითხვა. ტექსტების, პერსონაჟების და მოვლენების განხილვა, დიკუსია, ალტერნატიული შინაარსების (შინაარსის სხვა შესაძლო ვერსიის მოფიქრება) შესახებ მსჯელობა ბავშვებში ხელს შეუწყობს სააზროვნო სისტემის გაფართოებას და წარმატებული ცხოვრებისათვის საჭირო ბაზისური უნარების ჩამოყალიბებას.

პროგრამის განსაკუთრებულობა და უნიკალურობა სწავლებისა და განვითარების მთავარი ღერძი აგებულია ერთი ამბით დანახული სამყაროს პრინციპზე.

რას მოიცავს ერთი ამბით დანახული სამყაროს პრინციპი?

ზღაპრის,  თუ რაიმე ამბავის ირგვლივ განიხილება სამყაროს, საზოგადოების მოწყობა, საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენები, სხვადასხვა სოციალური ჯგუფები და ადამიანისათვის მნიშვნელოვანი უნარები. ასაკისათვის დამახასიათებელი და გასაგები შეკითხვები და დისკუსიები ხელს უწყობს სხვადასხვა ქცევითი მოდელის, უნარის და გადაწყვეტილების გააზრებას. ჩვენი მეთოდის მიხედვით ჯერ ხდება პერსონაჟის, მოვლენის გააზრება, ხოლო შემდეგ ვმსჯელობთ მონაწილის ქცევის მოდელებსა თუ უნარებზე. ანუ მოქმედებს პრინციპი - პერსონაჟიდან ჩემამდე.

პროგრამის ნაწილია მონაწილეთა მშობლებთან ყოველთვიური შეხვედრები. შეხვედრებზე განიხილება  ბავშვის აღზრდის საკითხები, ასაკობრივი თავისებურებები, ბავშვების განვითარებისათვის ხელშემყობი გარემოს შექმნის საკითხები და სხვადასხვა თამაშები ან აქტივობები სახლის პირობებში.

ზოგადი ინფორმაცია კურსების შესახებ:

კურსი მიზნად ისახავს ბავშვებში წარმატებული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელი, ასაკის განვითარების შესაბამისი, ბაზისური უნარების ჩამოყალიბებას და ბავშვის შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას. პროგრამა ხელს უწყობს ბავშვებში ყურადღების, შემეცნების, ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციის, ლიდერობის და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას.

სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოებების და ტექსტები კითხვა,პერსონაჟების და მოვლენების განხილვა, დიკუსია, ალტერნატიული შინაარსების (შინაარსის სხვა შესაძლო ვერსიის მოფიქრება) შესახებ მსჯელობა ბავშვებში ხელს შეუწყობს სააზროვნო სისტემის გაფართოებას და წარმატებული ცხოვრებისათვის საჭირო ბაზისური უნარების ჩამოყალიბებას.

 

პროგრამა ორიენტირებულია ბავშვებში განავითაროს:

  • შემოქმედებითი  და წარმოსახვის უნარები;

  • ლოგიკური აზროვნება;

  • ტექსტზე მუშაობა და ფაქტებზე დაფუძნებული აზროვნებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარები;

  • მონაცემებთან, ტექსტის შინაარსებთან მუშაობა;

  • მსჯელობა და ალტერნატიული შესაძლობების ძიება;

  • სხვადასხვა შინაარსისადმი შემოქმედებითი მიდგომა;

  • განსხვავებული აზრის მიღებისა და არგუმენტირებული დებატების უნარი;

  • კომუნიკაცია, პრეზენტაცია და საჯარო გამოსვლის უნარი;

  • საკუთარი თავის შეცნობის, საკუთარ თავზე მუშაობის და საკუთარი სურვილების იდენტიფიცირების უნარი;

  • გუნდური მუშაობის და ლიდერობის უნარი;

  • ანალიტიკური უნარი;

  • კრიტიკული აზროვნება;

  • თვითრეფლექსია;

მრავალფეროვანი ტექსტები/შინაარსები, როლური თამაშები, სავარჯიშოები და ამოცანები ხელს უწყობს ბავშვებში დისციპლინის, დამოუკიდებლობის, ემოციური და ქცევითი რეგულირების განვითარებას.

!!! დაწყებითი კლასების (ასაკი - 6-11წ.) პროგრამის განმავლობაში გარდა ზემოთ ჩამოთვლილი უნარების განვითარებისა, ასევე ვმუშაობთ ნატიფი და მსხვილი მოტორიკის განვითარებაზე. ამიტომ პროგრამის განმავლობაში : ვხატავთ, ვაფერადებთ, ვჭრით, ვთამაშობთ, ვსჯელობთ, ვიგონებთ, ვიაზრებთ;

!!! საბაზო კლასების (11-13წ.)  პროგრამის განმავლობაშაში გარდა ზემოთ ჩამოთვლილი უნარების განვითარებისა, ვმუშაობთ ყირამალა ამბების შექმნაზე. ყირამალა ამბები მოიცავს შინაარსის ალტერნატიული ვერსიების შექმნას, სადაც „დედანი ამბის“ ყველა პერსონაჟი მონაწილეობის, თუმცა მათი მოქმედებები ახალ შექმნილ ამბავში განსხვავდება. ამიტომ პროგრამის განმავლობაში: ვმსჯელობთ, ვიზარებთ, ვიგონებთ, ვავითარებთ, ვქმნით;

საბაზო კლასების მოსწავლეებისათვის ასევე გვაქვს ონლაინ პროგრამა წიგნიერება და კრიტიკული აზროვნება.

 

ტექნიკური ინფორმაცია პროგრამების შესახებ:

თითოეული პროგრამა მოიცავს 38 შეხვედრას;

შეხვედრები იმართება კვირაში ერთხელ;

შეხვედრის ხანგრძლივობა - 75 წუთი;

ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა - 12-15 მონაწილე;

პროგრამის ღირებულება თვეში (4 შეხვედრა) - 125 ლარი;

პროგრამის დასრულების შემდგომ გაიცემა სერტიფიკატი;

და-ძმების მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება;

 

პანდემიის გათვალისწინებით პროგრამა ადაპრიტებულია როგორც პირისპირ, ისე ონლაინ სწავლებისათვის.

მისამართი: დიდი დიღომი, მესამე მ/რ, ჰაინრიხ კლაპროთის ქ. 30

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 595 58 85 19

bottom of page