კრიტიკული აზროვნების სკოლის პროგრამები
სტრესის მართვა - წარმატების და ბედნიერების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი;
ტრენინგის მიზანი:
სტრესის მექანიზმების გააზრება, შესწავლა, სტრესის სხვადასხვა გამომწვევი ფაქტორების დიაგნოსტირება და მათზე რეაგირების კორექტირება, ადამიანებში სტრესული მოცემულობების მართვის ტექნიკების ათვისება, სტრესის მართვის უნარ-ჩვევების გამომუშავება და ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვა:
რას მიიღებთ ტრენინგის შემდეგ?
მიიღებთ ინფორმაციას სტრესის მექანიზმების შესახებ;
შესძლებთ სტრესული მდგომარეობის დიაგნოსტიკას ადრეულ სტადიაზე;
შეისწავლით სტრესთან გამკლავების სტრატეგიებს;
შეძლებთ საკუთარი სტრესული მოცემულობის და სტრესული სიტუაციის მართვას სხვადასხვა ტექნიკების მეშვეობით;
გამოიმუშავებთ სტრესის პრევენციის უნარ-ჩვევებს;
შესძლებთ საკუთარ სოციუმში (ოჯახი, მეგობრები, სამსახური) ეფექტური და წარმატებაზე ორიენტირებული ურთიერთობის ჩამოყალიბებას და განვითარებას;
შესძლებთ სტრესში მყოფი ადამიანის ეფექტურ მხარდაჭერას;
თემები:
თანამედროვე სამყარო და სტრესი;
სტრესის ფორმები, ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური მექანიზმები;
რეაქციები სტრესის დროს;
ტვინი და ჩვენი რწმენა-წარმოდგენები;
ემოციები და მათი გავლენა ჩვენზე;
ნეიროპლასტიურობა და ემოციური ფონი;
სტრესის დაძლევის მექანიზმები და სტრატეგიები;
სტრესის პრევენციის მეთოდები;
რა არის ჩვევა, მისი გამომუშავების და ყოველდღიურობაში დანერგვის მექანიზმები;
როგორ შევუწყოთ ხელი ადამიანს სტრესული სიტუაციის დასაძლევად?
ახალი უნარი - ახალი მე და როგორ იცვლება ჩემი ყოვედღიურობა;
სტრესის მართვის უნარი, როგორც წარმატების მიღწევის ინსტრუმენტი;
კურსის ხანგრძლივობა: 5 ჯგუფური შეხვედრა, 1 შეხვედრა 3 საათი; სულ 15 საათი; 3 ინდივიდუალური სესია - თითო სესია 40წთ;
ჩატარების დრო და თარიღი: 16.03, 18.03; 23.03; 25.03; 30.03;
19.00 – 22.00;
ფორმატი: ინტერაქციული ჯგუფური შეხვედრა ონლაინ, დატვირთული სავარჯიშოებითა და საშინაო დავალებებით. ინდივიდუალური შეხვედრები მენტორთან სურვილის მიხედვით: ან ონლაინ სესიები ან პირისპირ სესიები;
მონაწილეთა რაოდენობა - შეზღუდული, მაქსიმუმ 12 მონაწილე;
რეგისტრაციის ვადა: 14 მარტის ჩათვლით;
რეგისტრაციის ლინკი: http://bit.ly/3uHmzgo
ღირებულება: 7 მარტამდე რეგისტრაციისა და საფასურის გადახდის შემთხვევაში 395 ლარი, 8მარტიდან 15 მარტამდე საფასურის გადახდის შემთხვევაში 480 ლარი;
ტრენინგზე დაშვების წინაპირობა - არ არსებობს დაშვების წინაპირობა. სასურველია მონაწილეებმა მოისმინონ ვიდეო ტრენინი სტრესის მართვის შესახებ. ამ შემთხვევაში, ტრენინგის დროს შესაძლებელი იქნება სტრესის მართვის უნარის და ტექნიკების უფრო სიღრმისეული გაანალიზება;
ვიდეო ტრენინგების ლინკი - https://bit.ly/3dVecYU
ტრენინგის დასრულების შემდგომა გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
ტრენერი: ნინი ჭაჭია
მასწავლებლების პროგრამა:
კრიტიკული აზროვნებისა და თვითრეფლექსიის მეთოდები
პროგრამის მიზანია მასწავლებლებისათვის ქოუჩინგის და კრიტიკული აზროვნების მიდგომების სწავლება, რაც უზრუნველყოფს განათლების თანამედროვე მიდგომების დანრგვას.
ქოუჩინგი არის წარმატების მიღწევის ტექნოლოგიები, რომელიც ორიენტირებულია ადამიანის სააზროვნო სისტემის გაფართოებაზე. ქოუჩთან მუშაობის შედეგად ადამიანი იწყებს საკუთარი რესურსების და უანარების გამოყენებას და ეძებს საკუთარ ოპტიმალურ გზას დასახული მიზნის მისაღწევად. ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) განმარტებით, ქოუჩინგი არის პარტნიორობის პროცესი, რომელიც ასტიმულირებს კლიენტის სააზროვნო სისტემას და მის შემოქმედებითობას.
ქოუჩინგს ძალიან დიდი ადგილი უკავია ბიზნესში, ეკონომიკაში, პოლიტიკაში, განათლებაში და ა.შ. ქოუჩთან მუშაობის შედეგია მიზნების დასახვა, ღირებულებების და შესაძლებლობების გამორკვევა, შინაგანი პოტენციალის, რესურსების, უნარების მობილიზება და განვითარება, ახალი უნარების დასწავლა, სამოქმედო ენერგიაზე მუშაობა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ქოუჩინგური დიალოგი არის მუშაობის ფორმატი, რომლის მიზანია კითხვების დასმის საშუალებით მოახდინოს ტრანსფორმაცია. ქოუჩინგი არის ტრანსფორმაციული დიალოგი.
ქოუჩინგი განათლებაში სამიზნე აუდიტორიას (მოსწავლეებს) ხელს უწყობს აქტიურად და გაცნობიერებულად ჩაერთონ სასწავლო პროცესში, დასახონ მიზნები, შეისწავლონ და განივითარონ საკუთარი რესურსები და უნარები, დამოუკიდებლად იმუშაონ თვითშემეცნებაზე და თვითგანვითარებაზე, შეცვალონ და განავითარონ ქცევები, განახორციელონ კონკრეტული, შედეგზე ორიენტირებული და დროში გაწერილი ქმედებები და მიიღონ სასურველი შედეგები.
კრიტკული აზროვნების თანამედროვე გაგება განსხვავდება იმ წარმოდგენებისაგან, რაც იყო 10 ან 20 წლის წინ. თუკი, ადრე, კრიტიკული აზროვნება ნიშნავდა ტექსტის/მოვლენის/გამოცდილების ზუსტ გაგებას და მრავალფეროვან ინტერპრეტაციას, დღეს კრიტიკული აზროვნება ნიშნავს ტექსტის/მოვლენის/გამოცდილების ჩარჩოს მიღმა გასვლას, მის განხილვას სამიზნე ობიექტის მიღმა არსებული კუხიდან და ამ განხილვის შედეგად მაქსიმალურად ზუსტი წარმოდგენის შექმნას. კრიტიკული აზროვნება შეიძლება ემსახურებოდეს როგორც ამბის სიმართლე/სიყალბის დადგენას, ასევე, პრობლემის გადაწყვეტის მოძებნას. ამიტომ, კრიტიკული აზროვნება დღეს, შეიძლება ითქვას, სასიცოცხლოდ აუცილებელი ხდება, იმ მრავალფეროვან გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომელსაც თანამედროვე სამყარო გვთავაზობს, იქნება ეს ინტერნეტით გავრცელებული დამაჯერებელი ინფორმაციის ნამდვილობის დადგენა თუ მედიცინის კომპლექსული ამოცანის გადაწყვეტა. ამიტომ, ვფიქრობთ, თანამედროვე მასწავლებლისათვის მნიშვნელოვანია იცოდეს კრიტიკული აზროვნების მეთოდის საფუძვლები, რაც მას გამოადგება როგორც სასწავლო მასალების შეგროვებისათვის ასევე, მოსწავლეებთან სამუშაოდ, მათში კრიტიკული აზორვნების უნარის კონსტრუირებისათვის.
ქოუჩინგის მეთოდოლოგიის დანერგვის შედეგები:
ქოუჩის მთავარი ამოცანაა მხარი დაუჭიროს მოსწავლის პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას, მისი თვითშეფასების სისტემის ჩამოყალიბებას. აქ მთავარი ფაქტორებია მოტივაცია, გაცნობიერება, რწმენა, მიზნების დასახვა, პასუხისმგებლობის ფორმირება, რესურსული მდგომარეობა.
ქოუჩინგის მეთოდოლოგიის მთავარი შედეგი იქნება მიზანდასახული, ქმედებაზე ორიენტირებული მოსწავლე, სწორი თვითშეფასების უნარებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვემიზანია მოსწავლეებში თვითქოუჩინგის უნარების განვითარება იმისათვის, რომ მათ დამოუკიდებლად შეძლონ საკუთარ თავზე მუშაობა.
პროგრამის განმავლობაში განხილული იქნება შემდეგი თემები:
-
თავის ტვინი - მუშაობის ალგორითმი;
-
ინფორმაციის მიმდინარეობის პროცესი;
-
„მე“ კონცეფცია;
-
შედგეზე ორიენტირებული ურთიერთობის/აზროვნების წესი’
-
დასწავლის სტადიები;
-
მიზნის დასახვის ტექმოლოგიები;
-
შიშები და ბარიერები;
-
სააზროვნო სისტემის გამაფართოებელი ტექნიკები;
-
ქოუჩინგური მეთოდები;
-
შეკითხვა/ები, რომელიც ცვლის;
მოსალოდნელი შედეგები:
გარდა ზემოთ აღნიშნული საკითხებისა, ქოუჩინგის მეთოდების სწავლება ხელს შეუწყობს მასწავლებლებს:
-
გააცნობიერონ, თუ რა მეთოდებით შეიძლება მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიწოდება, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ინტერესების გაზრდას და მათ ჩართულობას სასწავლო პროცესში;
-
გაიაზრონ შეფასების სისტემის სტრუქტურა და ის, თუ როგორ შეიძლება შეფასების სისტემა გამოვიყენოთ მოსწავლეებისათვის დასწავლის ხელშემწყობ სტრატეგიად;
-
დაეუფლონ სააზროვნო სისტემის გასაფართოებელ ტექნიკებს და შესძლონ თავიანთ სასწავლო პროგრამაში მათი იმპლიმენტაცია;
-
შესძლონ ქოუჩინგური შეკითხვების გამოყენებით სასწავლო პროცესი ბევრად ინტერაქტიული და სახალისო გახადონ;
-
შეისწავლონ კრიტიკული აზროვნების გამოყენების და სწავლების მეთოდი, რომელიც მათ დაეხმარება, როგორც სწავლების, ასევე სასწავლო მასალების იდენტიფიკაციაში და შერჩევაში.
ტექნიკური საკითხები:
პროგრამა შედგება 10 ტრენინგ შეხვედრისა (20 სთ) და 5 მენტორინგისაგან (5 სთ).
ტრენინგის დასრულების შემდეგ მასწავლებლებს დაურიგდებათ თვითშეფასების კითხვარები, რომელსაც ისინი შეავსებენ, ტრენინგის შემდგომ ჩატარებული ყოველი გაკვეთილის შემდეგ. მენტორინგის დროს, მასწავლებლები მენტორებთან ერად განიხილავენ ახალი მეთოდების გამოყენების გამოცდილებას და ერთად შეიმუშავებენ რეკომენდაციებს შემდგომი გაუმჯობესებისათვის.
-
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა 15-18
-
შეხვედრების ინტენსივობა კვირაში 1.
-
ერთი ტრენინგ დღის ხანგრძლივობა - 2სთ (120წუთი)
-
1 მენტორინგის ხანგძლივობა 1 – 1.5 სთ (60-90წთ)
ტრენინგის დასრულების შემდგომ გაიცემა სერტიფიკატი.
მშობელთა სკოლა
პროექტ „მშობელთა სკოლის“ მიზანია ქოუჩინგის და კრიტიკული აზროვნების მიდგომების გამოყენებით მშობლებს გააცნოს თანამედროვე აღზრდის ეფექტური მეთოდები და მიდგომები, შეასწავლოს ინსტრუმენტები და ტექნიკები, რომელიც ხელს შეუწყობს მათ შვილებში პიროვნულ განვითარების და წარმატებაზე ორიენტირებულობის უნარების ჩამოყალიბებას.
ისევე, როგორც ნებისმიერ ეპოქაში, ჩვენს დროშიც მშობლის ცნებას საკუთარი დატვირთვა და შინაარსი აქვს. ჩვენს სამყაროში იყო მშებლეი ნიშნავს შვილის მოსმენის და გაგების უნარს, შვილებთან ურთიერთობის დაფუძნებას ურთიერთგაგებაზე და პარტნიორობაზე, შვილთან მოლაპარაკების უნარს, შვილისთვის ხელისშემწყობი და განმავითარებელი გარენოს შექმნას, შვილთან ერთდ განვითარების უნარს, შვილის დამოუკიდებელ პიროვნებად აღქმის უნარს, შვილის ემოციების გაგების უნარს, დანახვას, თუ რა იმალება შვილის ქცევის მიღმა.
პროექტის ძირითადი იდეაა, თუ როგორ უნდა შეუწყონ ხელი მშობლებმა ბავშვის განვითარებას.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სისტემატიური შეხვედრები მშბლებთან. შეხვედრების დროს განხილული იქნება შემდეგი თემები:
-
რას ნიშნავს მოსმენა, მიღება და გაცნობიერება;
-
პირდაპირი კომუნიკაცია - შეკითხვების დასმის ტექნიკები
-
ქცევა და მისი წაკითხვა;
-
მოტივაცია, ღირებულებები, უნარები, რესურსები;
-
წინააღმდეგობები, შიშები, სტრეს-ფაქტორები;
-
აგრესია - რა ვუყოთ მას?
-
პიროვნული განვითარების მნიშვნელოვანი საფეხურები;
-
როგორ შევხედოთ სამყაროს ბავშვის თვალით;
-
ტექნიკები, ტაქტიკები და თამაშები ბავშვის პიროვნული განვითარებისათვის;
-
ხელშემწყობი გარემო
-
ქმედების პროექტირება;
-
შეფასება და უკუკავშირი;
პროექტი ეყრდნობა ქოუჩინგის და პრაქტიკული ფსიქოლოგიის გამოცდილებას, მოიცავს ინსტრუმენტების სწავლებას, რასაც მშობლები დანერგავენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. პროგრამა ითვალისწინებს ცოცხალ თემებზე მუშაობას და უკუკავშირს, მიმდინარე პრობლემატური საკითხების განხილვას და ცვლილებების დანერგვას რეალურ დროში.
მოსალოდნელი შედეგები:
პროგრამის დასრულების შემდეგ მშობლები შეძლებენ:
-
ქოუჩინგის ინსტუმენტების გამოყენებას, არა მხოლოდ შვილების განვითარებისათვის, არამედ საკუთარი პიროვნული განვითარებისათვის;
-
დაეუფლებიან მიზნის მიღწევის სხვადასხვა ტენიკებს;
-
გაიაზრებენ თანამედროვე აღზრდის მიგომებს და ტაქტიკებს;
-
შეძლებენ ბავშვებთან ჰარმოიული ურთიერთობის დამყარებას;
-
შეძლებენ ბავშვებისათვის მამოტივირებელი გარემოს შექმნას;
-
შეძლებენ ბავშვების ინდივიდუალობის და დამოუკიდებლობის მიღებას.
ტექნიკური საკითხები:
პროგრამა შედგენა 10 შეხვედრისაგან.
თითო შეხვედრა 2,5 სთ.
ერთ ჯფუფში მონაწილეთა რაოდენობა - 20 მშობელი;
პროგრამის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი.
თვითრეფლექსიის აქსელერატორი - თვითგანვითარების გზამკვლევი
პროგრამა აგებულია პრაქტიკული ფსიქოლოგიის, ქოუჩინგის, სხეულის ენის და NLP ტექნოლოგიების თანამედროვე სისტემებზე და ტაქტიკებზე.
ტრენინგის მიზანია მონაწილეებმა :
· გაიაზრონ საკუთარი თავი, თავიანთი რესურსები და პოტენციალი;
· მიიღონ და შეიყვარონ საკუთარი თავი, აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და გახდნენ საკუთარი ცხოვრების მმართველები;
· გაიაზრონ თავიანთი ღირებულებები და მიზნები;
· გაიაზრონ რას ნიშნავს მათთვის წარმატება და განსაზღვრონ ის რესურსები, რაც მნიშვნელოვანია მათი წარმატებისათვის;
· გაიფართოვონ სააზროვნო სისტემა;
· შეიმუშაონ და დაგეგმონ საკუთარი მიზნების მიღწევის და ამოცანების შესრულების წარმატებული სტრატეგიები;
· შეაფასონ გარემო რომელშიც ისინი ცხოვრობენ და ის რესურები, რომლებიც ესჭიროებათ წარმატებისათვის;
· დროში გაწერონ საკუთარი მიზნების მიღწევის გზები;
რას მიიღებთ ტრენინგის შემდეგ?
გასცემთ პასუხს კითხვებს:
ვინ ვარ დღეს?
როგორი მინდა რომ ვიყო?
რა მინდა?
როდის შეიძლება მივაღწიო ჩემს სურვილს/მიზანს?
რა რესურსები მაქვს და რა მჭირდება წარმატებისათვის და ბედნიერებისათვის?
რა არის ჩემი ძლიერი მხარეები და რა მაქვს განსავითარებელი?
სად მინდა ვიყო 10 ან 20 წლის შემდეგ?
რა გარემოში მიწევს ყოფნა და როგორი გარემო მესაჭიროება განვითარებისათვის?
ასევე,
გაიაზრებთ, შეისწავლით და შეიყვარებთ საკუთარ „მეს“ - იმოგზაურებთ მე-ში;
შექმინით საკუთარი ცხოვრების ბალანსის რუკას;
შეაფასებთ თქვენში არსებულ რესურსებს და შეიმუშავებთ თქვენი წარმატების მიღწევისათვის მნიშვნელოვანი რესურსების განვითარების გეგმას;
დაეუფლებით თვითგანვითარების ტექნიკებს, რის დამხარებითაც დამოუკიდებლად შესძლებთ საკუთარი თავის განვითარებას;
გაიაზრებთ თვითდისციპლინის მნიშვნელობას და დაიწყებთ ამ საკითხზე მუშაობას;
შეისწავლით მიზნის მიღწევის ტექნოლოგიებს და ტაქტიკებს;
მიიღებთ პასუხს, თუ რას ნიშნავს თქვენთვის წარმატება;
დაეუფლებით პროვნული განვითარების ინსტრუმენტებს და ტაქტიკებს, რაც საშუალებას მოგცემთ ცხოვრების ნებისმიერ მომენტში დამოუკიდებლად გადალახოთ წინააღმდეგობები, გადახედოთ და გადააფასოთ თქვენი რესურები და იმოძრაოთ საკუთარი მიზნებისკენ და წარმატებისაკენ;
თემები:
-
რისგან შედგება ადამიანის „მე“;
-
ჩვენი ტვინი - ბიოლოგიური პროცესორი - მისი მუშაობის ალგორითმები და პროგრამირება მიზნების სწორი ფორმულირებისა და წარმატებისათვის;
-
რა განსხვავებაა ჩემსა და წარმატებულ, მილიონერ/მილიარდერ ადამიანს შორის?
-
ხედვა, ღირებულებები და მიზნები;
-
ჩემი სურვილები, სხვისი სურვილები და გარემო;
-
სხეული და მისი ენა;
-
ემოციები;
-
შიშები და ბარიერები;
-
ხვალენდარი და კალენდარი; დრო და ქმედებები;
-
სააზროვნო სისტემის გაფართოების ტექნიკები;
-
ვარ მმართველი თუ მართული?
-
ინდიკატორები, რომლითაც ვაფასებ წარმატებულ სტრატეგიებს;
-
წარმატების მიღწევის სტრატეგიები და ტაქტიკები;
-
თავისუფლება VS მონობა;
-
არასტაბილური, ტურბულენტური გარემო და მე;
კურსის ხანგრძლივობა: 6 ჯგუფური შეხვედრა, 1 შეხვედრა 3 საათი; სულ 18 საათი; 3 ინდივიდუალური სესია - თითო სესია 40წთ;
ჩატარების დრო და თარიღი: 17.03; 19.03; 22.03; 24.02; 26.03; 29.03;
19.00 – 22.00;
ფორმატი: ინტერაქტიული ჯგუფური შეხვედრა ონლაინ, დატვირთული სავარჯიშოებითა და საშინაო დავალებებით. ინდივიდუალური შეხვედრები მენტორთან სურვილის მხიედვით - ან ონლაინ სესიები ან პირისპირ სესიები;
მონაწილეთა რაოდენობა - შეზღუდული, მაქსიმუმ 12 მონაწილე;
რეგისტრაციის ვადა: 16 მარტის ჩათვლით;
რეგისტრაციის ლინკი: http://bit.ly/3r9CTEM
ღირებულება: 9 მარტამდე რეგისტრაციისა და საფასურის გადახდის შემთხვევაში 475 ლარი, 8მარტიდან 17 მარტამდე საფასურის გადახდის შემთხვევაში 575 ლარი
ტრენინგის დასრულების შემდგომ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი;
ტრენერი: ნინი ჭაჭია