top of page

გიორგი წეროძე: რა არის თავისულება?


რა არის თვისუფლება? რატომ დარჩა თავისუფლების გაგება ნების თავისუფლების ფარგლებში და ტყვეობაში. რატომ არის ის დაყვანილი არჩევანის თავისუფლებამდე? ასე გაგებული თავისუფლება აჩენს იმ მრავალგზის გამოთქმული შეკითხვას, “თუ არსებობს თავისუფლება აბსოლუტური მნიშვნელობით მაშინ ის უნდა გულისხმობდეს თავად არსებობის (ყოფიერების)განადგურების, ადამიანის შემთხვევაში საკუთარი თვის მოკვლის თავისუფლებასაც. თუ ყველანაირი არჩევანის უფლება გაქვს, მაგრამ საკუთარი თავის მოკვლის არა, მაშინ გამოდის რომ ჩვენი თავისუფლება არსებობის ტყვეობაშია და შესაბამისად აბსოლუტური არ არის. ხოლო თუ ჩავთვლით რომ გვაქვს თავისუფლება, რომელიც გვაძლევს ჩვენი არსებობის შეწყვეტის შესაძლებლობასაც, მაშინ გამოდის რომ ასე გაგებულ თავისუფლებას თავის თავში აქვს არსებობის გაქრობის შესაძლებლობაც და შესაბამისად ის უკვე ვერ გამოთქვამს პრეტენზიას არსებობდეს აბოლუტურობის მნიშვნელობით. ანუ გამოდის რომ თვისუფლება არ არსებობს, რადგან მასში არარსებობის შესაძლებლობაც მოიაზრება. გამოდის რომ თავისუფლების გაგება, რომელსაც ვტოვებთ ნების თვისუფლების, ან თავისუფალი არჩევანის ფარგლებში ემუქრება თავად ყოფიერებას. ხოლო ყოფიერება რომელიც არ უშვებს თავისუფლებას აბსოლუტური მნიშვნელობით (თავისი თავის განდგურების შესაძლებლობით) არ არის თავისუფლების ყოფიერება, ანუ მასში თავისუფლება არ არსებობს, შეზღუდულია ნიშნავს რომ ვერ არსებობს რასაც არსებობა ჰქვია საფუძველდადებულად, ონტოლოგიურად.



როგორც ერიხ ფრომი ამბობს «სიყვარულის ხელოვნებაში» ოღონდ არა თავისუფლებაზე, არამედ სიყვარულზე, და ეს საყვედური ისევე ვრცელდება ჩემი აზრით თავისუფლებაზეც და სწორედ ამიტომ გამახსენდა. ის წერს რომ არაფერზე არ დაწერილა იმდენი ლექსი, სიმღერა, ტექსტი, არაფერი ისე სანატრელი არ ყოფილა როგორც სიყვარული (და ჩვენს შემთხვევაში თავისუფლება), და არავინ ფიქრობს რომ თუ ეს ასეა, მაშინ იქნებ უნდა ვისწავლოთ ეს სიყვარული (თავისუფლება).

ამიტომ თავისუფლების ყველა შესაძლო გაგება უნდა გამოვიძიოთ და კრიტიკულად გავაანალიზოთ.



არსებობს თავისუფლების ერთი, მივიწყებული გაგება, რომელიც პერსონალისტურ ფილოსოფიაშიცაა დამუშავებული და რომელიც გულისხმობს რაიმე უნიკალურის მხოლოდ საკუთარ თავთან ტოლობას და ამ გაგებით სხვა ყველა და ყველაფრისაგან თვისუფალს. ეს არის პიროვნულობისათვის დამახასიათბელი თვისუფლების გაგება. ამავე დროს ასეთი თავისუფლება გულისხმობს სრულ თავისუფლებას იმისაგან, რომ ვინმემ ან რამემ შეძლოც მისი კლასიფიკაცია, განსაზღვრება, თვისებებისა და ფუნქციებისთვის მისი გატოლება. ეს არის კონკრეტული და განუმეორებელი მხოლოდ საკუთარ თავთან გატოლებული, ვინც ამ ‘განუმეორებელ-მე”ზე დაფუძნებულად არსებობს და მისაგანვე გამოდის ურთიერთობაში და შესაბამისად აბსოლუტირად თვისუფალია, გატოლებულია მხოლოდ საკუთარ თავთან. ეს მე არსებობს ამ თავისი განუმეორებლობის მუდმივად წარდგენის, საკუთარი თავიდან სრულად გამოსვლის, პრეზენტირების სახით. ის თავის იდენტობსა და განუმეორებლობას აღწევს მეორე მესთან ასეთივე ხასიათით გაზიარების მეშვეობით. ეს არის პიროვნული მე, რომელსაც თავისუფლება ანუ მხოლოდ საკუთარ თავთან ტოლობა ონტოლოგიურად აქვს მიცემული და არსებობაც მხოლოდ ასე თავისი თავის წარდგენით შეუძლია. გარდა თავისი თავიდან გამოსული, მისთვის სხვა არსებობა არც არსებობს. ასე არსებული კონკრეტული და აბსოლუტურად თავისუფალი მეს შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ განსაკთრებული ურთიერთობების ფარგლებში. ეს ურთიერთგაცვლა, ეს ურთიერთობები ასევე საფუძველდადებული(ონტოლოგიური) პირობაა ყოველი პიროვნულისთვის. აღმოსავლური ქრისტიანობის სწავლებით სწორედ ასეთ თავისუფლად არსებობის შესაძლებლობაში მოიწვია ღმერთმა ადამი. ღმერთმა, რომელიც თავის მხრივაც ასე ურთიერთობაში არსებობს მხოლოდ, როგორც გვახსოვს ის არასდროს არ არის მხოლოდ ღმერთი, ის პირველ რიგში მამაა, ანუ მიმართებაშია, ძესა და სულიწმინდასთან.



ახლა კიდევ ერთ საკითხი.


რამ გახადა ადამიანი ადამიანად?


მხოლოდ და მხოლოდ ამ პიროვნულ ურთერთობებში შემოსვლაზე პასუხმა, დასტურმა და არაფერმა სხვამ. მისთვის ადამინად არსებობა და თავისუფლება ერთი და იმავე წამს დაიწყო. (არსებობა(ყოფიერება) მხოლოდ პიროვნულ ურთიერთობებს გულისხმობს). ადამიანი შემოვიდა სიცოცხლეში იმ წამიდან, როცა ის დადგა თავის განუმეორებელ მეზე და დაინახა და უპასუხა აბსოლუტურ მედ არსებულ ღმერთს. თანამედროვე თეოლოგიური მსჯელობები წინ წამოწევენ იმ ავთენტურ ქრისტიანულ წარმოდგენებს, რომლის მიხედვითც ადამიანი ადამიანად სწორედ ამ გამოძხილზე დათანხმებამ, მოწოდებაზე პასუხმა გახადა. ეს არის ისეთ არსებობაში შემოსვლა რომელშიც გარანტირებულია შენი თავისუფლება. აქვე უნდა ითქვას რომ ადამიანის შექმნა არ არის დაკავშირებული მის გონებრივ სიმწიფესთან ან სხვა ბიოლოგიურ პირობის დაკმაყოფილებასთან. «ღვთისმეტყველთ არ შეუძლიათ, ბიბლიის ფუნდამენტალისტურ ან ეკლესიის მამათა განმარტებებზე დაყრდნობით, გვერდი აუარონ იმ ბიოლოგიურ ფაქტებს, რომლებიც დღეს, უხვი მტკიცებულებების საფუძველზე, ასე მრავლად არის დადგენილი.


წინამდებარე ნაშრომის თვალსაზრისით, ადამიანსა და ცხოველებს შორის არსებული

ნებისმიერი ბუნებრივი (ანატომიური) განსხვავება, მაგალითად, ტვინის ზომა, ხორხის

აგებულება, სინტაქსური მეტყველებისათვის აუცილებელი ნერვული სისტემის

თავისებურებანი, შეიძლება გაგებულ იქნეს, როგორც თავისუფლების მოთხოვნილე-

ბისადმი ცხოველური ბუნების შეგუება ან „ინოვაცია“, რაც მოწოდების მოვლენის

შედეგია. ამ მოსაზრებას მხარს უჭერს ის გასაოცარი ფაქტი, რომ ადამიანის ტვინს

დაახლოებით 150 000 წლის წინათ ჰომო საპიენსის გაჩენიდან დღემდე ცვლილება არ

განუცდია (იხ. E. Mayr, What Evolution Is, p. 252). როგორც კი ადამიანის ტვინმა მიიღო

ის ბუნებრივი ანუ ანატომიური უზრუნველყოფა, რაც ადამიანური ყოფიერების

განმასხვავებელი ნიშნების (ძირითადად, თავისუფლების) განსახორციელებლად

საჭირო იყო, ამ მიმართულებით ევოლუციის აუცილებლობაც გაქრა….ამა თუ იმ შეფასებით, შიმპანზესა და ადამიანს შორის უმნიშვნელო განსხვავება

შეიმჩნევა (დაახლოებით 1.2%-1.8%). შდრ. E. Mayr, What Evolution Is, 2002, p. 236:

„მსგავსება (ადამიანსა და შიმპანზეს შორის) იმდენად დიდია (მოლეკულების

მიხედვით), რომ ადამიანისა და შიმპანზეს ზოგიერთი ენზიმი და სხვა პროტეინები,

მაგალითად, ჰემოგლობინი, არსებითად ჯერ კიდევ იდენტურია. სხვები ოდნავ

განსხვავდებიან, მაგრამ სხვაობა ნაკლებია, ვიდრე შიმპანზეებსა და მაიმუნებს

შორის“.

» (ნაწყვეტი წიგნიდან თანაზიარება და სხვადყოფნა, ავტორი ზიოანე ზიზიულასი).

შევაჯამოთ:


1. თავისუფლება არ უდრის ნების თვისუფლებასა და არჩევანის თავისუფლებას.


2. თვისუფალია ის ვინც თავის არსებობას აფუძნებს თავის უნიკალურ მეზე.


3. ადამიანი არის ის ვინც ერთვება თვისუფლად არსებობის, თავისუფალ არსებათა ურთიერთობის ფერხულში. რამდენადაც მისი ადამიანად ყოფნა არ არის დაფუძნებული ამ პრინციპზე, იმდენად შორსაა ის ადამიანობისგან და ვერაფერი სხვა ვერ დაუკოპმპენსირებს ან ვერ აუნაზღაურებს მას ამ დანაკლისს.

bottom of page