top of page
  • Writer's pictureNini Chachia

თვითრეფლექსიის აქსელერატორი


თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ადამიანის მიერ საკუთარი მიდრეკილებების, სურვილების, პიროვნული და პროფესიული განვითარების სტრატეგიების განსაზღვრა. დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის შემოქმედებითობას და ინდივიდუალიზმს. ტექნოლოგიურმა და რობოტექნიკის განვითარებამ უკვე დაიწყო რუტინული და მოტორული საქმინობების ჩანაცვლება, შესაბამისად, აქტუალურია სრულიად ახალი ტიპის ამოცანების გადაჭრა.

ციფრული კომუნიკაციის პირობებში საქმიან სამყაროს გლობალური კონკურენციის პირობებშია უწევს ოპერირება. ტექნოლოგიური სიახლეები, უკვე აღარავისთვის არის სიახლე, სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შემოქმედებით პოტენციალს.

ყოველდღიური გადატვირთული საქმიანობების დროს, ადამიანები, ხშირად, იმდენად გადართულები არიან რუტინულ საქმინობებში (გაუთავებელი საქმიანი ზარები, მომოწერები, სოციალური ქსელები, შეხვედრები, მოლაპარაკებები და ა.შ.), რომ ავიწყდებათ ან სცილდებიან იმ ძირითად შინაარსს თუ რატომ დაიწყეს საქმიანობა ამ ძალიან სწრაფად განვითარებად სამყაროში:

1. რატომ და რისთვის ვახორციელებთ კონკრეტულ საქმიანობებს; რა მიზნისკენ მივდივართ, ან რა ღირებულებებისათვის ვიბრძვით;

2. რა არის ის ძალა, რასაც ჩვენთვის ბედნიერების ანუ წარმატების შეგრძნება მოაქვს?

უამრავი საქმიანობები, რომელიც პირადი სიამოვნებისათვის გვესაჭიროება, გადადებულია „ხვალისათვის“ ან „ზეგისათვის“, რომელთა განხორციელების დრო ფაქტობრივად აღარასოდეს რჩება.

„ხვალ ან ზეგ გასაკეთებელ საქმეებში“, ასევე, გადადებულია შეკითხვები:

რა მაბედნიერებს?

ვინ ვარ დღეს?

როგორი მინდა, რომ ვიყო?

რა მინდა?

როდის შეიძლება მივიღო?

რა რესურსები მაქვს და რა მჭირდება წარმატებისათვის და ბედნიერებისათვის?

რა არის ჩემი ძლიერი მხარეები და რა მაქვს გასავითარებელი?

სად მინდა ვიყო 10 ან 20 წლის შემდეგ?

რა გარემოში მიწევს ყოფნა და როგორი გარემომესაჭიროება განვითარებისათვის?

ისე ჩანს, თითქოს, ინსტრუმენტები, რომლებსაც ვიყენებთ ჩვენი ბედნიერებისა თუ წარმატების მისაღწევად, უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე მიზანი, რისთვისაც შევარჩიეთ ეს ინსტრუმენტები.

პიროვნული განვითარების ინტენსიური პროგრამა, ადამიანებისათვის, რომელთაც სურთ პიროვნული განვითარება და საკუთარი წარმატებული მომავლის კონსტრუირება.

პროგრამა აგებულია პრაქტიკული ფსიქოლოგიის, ქოუჩინგის, სხეულის ენის და NLP ტექნოლოგიების თანამედროვე სისტემებზე და ტაქტიკებზე.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები შეძლებენ:

· გაიაზრონ საკუთარი თავი, თავიანთი რესურსები და პოტენციალი;

· აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და იყვნენ საკუთარი ცხოვრების მმართველები;

· გაიაზრონ თავიანთი ღირებულებები და მიზნები;

· გაიაზრონ რას ნიშნავს მათთვის წარმატება და განსაზღვრონ ის რესურსები, რაც მნიშვნელოვანია მათი წარმატებისათვის;

· გაიფართოვონ სააზროვნო სისტემა;

· შეიმუშაონ და დაგეგმონ საკუთარი მიზნების მიღწევის და ამოცანების შესრულების წარმატებული სტრატეგიები;

· შეაფასონ გარემო რომელშიც ისინი ცხოვრბენ და ის რესურები, რომლებიც ესჭიროებათ წარმატებისათვის;

· დროში გაწერონ საკუთარი მიზნების მიღწევის გზები;

· მონაწილეები დაეფლებიან პროვნული განვითარების ინსტრუმენტებს და ტაქტიკებს, რაც მათ საშუალებას მისცემს ცხოვრების ნებისმიერ მომენტში დამოუკიდებლად გადალახონ სხვადასხვა წინააღმდეგობები, გადახედონ და გადააფასონ თავიანთი რესურები და განვითარების უფრო მაღალი მწვერვალებისაკენ იარონ;

6 დღის განმავლობაში ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი თემები:

· რისგან შედგება ადამიანის „მე“;

· ჩვენი ტვინი - ბიოლოგიური პროცესორი - მისი მუშაობის ალგორითმები და პროგრამირება მიზნების სწორი ფორმულირებისა და წარმატებისათვის;

· ხედვა, ღირებულებები და მიზნები;

· დრო და ქმედებები;

· შიშები და ბარიერები;

· სააზროვნო სისტემის გაფართოების ტექნიკები;

· ვარ მმართველი თუ მართული?

· ინდიკატორები, რომლითაც ვაფასებ წარმატებულ სტრატეგიებს;

· წარმატების მიღწევის სტრატეგიები და ტაქტიკები;

ტრენინგის ხანგრძლივობა: 6 დღე - 10 , 12, 14, 17, 19, 21 სექტემბერი (18 საათი);


ტრენინგის ჩატარების დრო: 19.00 - 22.00 სთ.;


მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია;


ტრენინგზე რეგისტრაციის ბმული: http://bit.ly/2O6fvVl



242 views
bottom of page