top of page
  • Writer's pictureNini Chachia

თვითრეფლექსიისა და კრიტიკული აზროვნების განვითარების პროგრამა მოზარდებისათვის


„კრიტიკული აზროვნების გამავრცელებელი საზოგადოება“ „ქართული ფონდის“ მხარდაჭერით იწყებს მონაწილეების შერჩევას კრიტიკული აზროვნების სკოლის შესავალი კურსისათვის “თვითრეფლექსია და კრიტიკული აზროვნების განვითარების პროგრამა მოზარდებისათვის”.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 13-17 წლის მოზარდებს, რომელთა ოჯახს მინიჭებული აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი.

კრიტიკული აზროვნების სკოლის მიზანია განავითაროს მოზარდებში თვით-რეფლექსიის და კრიტიკული აზროვნების უნარები, რომელთა გარეშეც, თანამედროვე სამყაროში წარმოუდგენელია ბედნიერების და წარმატების მიღწევა.

ტრენინგი ჩატარდება „კრიტიკული აზროვნების გამავრცელებელი საზოგადოების“ მიერ შემუშავებული უნიკალური მეთოდოლოგიით.

შესავალ ნაწილში მოსწავლეები ისწავლიან:

1. თვითშემეცნების და საკუთარი მე-ს იდენტიფიცირების ძირითად პრინციპებს;

2. კონკურენტულ გარემოში საკუთარი ძლიერი მხარეების მოძიების და წარმატების მიღწევის გზებს;

3. კრიტიკული აზროვნების უნარს, არა ერთი, რომელიმე კონკრეტული სფეროს მიმართ, არამედ, ნებისმიერ საზოგადოებრივ საკითხთან მიმართებაში;

კრიტიკული აზროვნების სკოლის შესავალი კურსი მოიცავს 15 შეხვედრას (თითო შეხვედრის ხანგრძლივობაა 1.5 – 2 საათი).

ტრეინინგები გაიმართება ქ. თბილისში, აგვისტოდან სექტემბრის ჩათვლით ყოველ სამშაბათს და პარასკევს, საღამოს 7 საათზე, შემდეგ მისამართზე: ჩიტაიას ქუჩა #33. კურსის სპეციფიკიდან გამომდინარე, კონკურსის პირობებში, სულ შეირჩევა 18 მონაწილე.

მონაწილეთა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

პირველი ეტაპი - სარეგისტრაციო განაცხადისა და სამოტივაციო წერილის გამოგზავნა

მეორე ეტაპი - გასაუბრება პროგრამის ტრენერებთან;

განაცხადში მითითებული აპლიკანტის პერსონალური ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ აპლიკანტის შესარჩევად და მასთან საკონტაქტოდ.

განცხადებები მიიღება 2018 წლის 2 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შესარჩევად განიხილება მხოლოდ პირველი 100 განაცხადი და, შესაბამისად, განაცხადების მიღება შესაძლებელია შეწყდეს მიღების ბოლო ვადაზე ადრე.

„ქართული ფონდის“ მხარდაჭერის ფარგლებში ტრენინგში მონაწილეობა სრულიად უფასოა. კურსის გავლის შემდგომ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატებიც.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ. ფოსტა: critical.thinking2018@gmail.com

ტელ: 595 75 11 22

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:

177 views
bottom of page